ფრანკოფონია
ფრანკოფონია (ფრანგ. La Francophonie) — მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. აერთიანებს 57 ქვეყანას, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს ან სახელმწიფოს გარკვეულ ნაწილებს, ასევე 23 დამკვირვებელს[3]. ორგანიზაციაში შესვლის მთავარ კრიტერიუმად ითვლება არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის ფრანგული ენის ფლობის დონე (თუმცა ეს მისასალმებელი ფაქტორია), არამედ, კულტურული კავშირები საფრანგეთთან, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე ათეული წლების, ასევე საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლები არიან. ფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. ორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა“ (ფრანგ. „égalité, complémentarité, solidarité“).
ფრანკოფონია | |
---|---|
დევიზი | «თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა» |
შეიქმნა | 1970 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | intergovernmental organization[1] |
წევრები |
54 წევრი სახელმწიფო 3 ასოცირებული წევრი 23 დამკვირვებელი (სულ: 80) |
ენა | ფრანგული |
მდივანი | მიკაელ ჟანი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
კავშირები | Open Education Global[2] |
https://www.francophonie.org/, https://www.francophonie.org/francophonie-brief-1763, https://www.francophonie.org/la-francofonia-en-pocas-palabras-1771, https://www.francophonie.org/la-francophonie-en-bref-arabe-1734 და https://www.francophonie.org/francofonia-em-resumo-1772 |
ისტორია
რედაქტირებაორგანიზაცია დაარსდა 1970 წელს. თავიდან ის დაარსდა, როგორც ჩრდილოეთი ფრანგულენოვანი ქვეყნების პატარა კლუბი, ხოლო შემდეგ გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მრავალრიცხოვანი ფილიალები თავიანთ ქვეყნებში. ეს ფილიალები წარმოადგენენ კულტურის, სამეცნიერო, ეკონომიკურ, იუსტიციის და მშვიდობის საკითხების სფეროს.
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია მონაწილე ქვეყნების უნივერსალური პროგრამების რეალიზაციის სფეროში მხარდაჭერის და თანამშრომლობის პოლიტიკა.
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პერსპექტიული პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და იმ ფასეულობების წინ წამოწევა, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მიღწევისკენ და კონფლიქტების გადაჭრისკენ, ფრანგული ენის, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისკენ, კულტურული და ცივილიზირებული დიალოგებისკენ, საერთოსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლებისკენ, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერისკენ, ასევე ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ, ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისკენ და ქვეყნებს და ხალხებს შორის სოლიდარებისკენ.
სამიტები
რედაქტირებაფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობების სამიტი იმართება 1986 წლიდან თითქმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფრანკოფონიის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.
სამიტი | ადგილი | თარიღი |
---|---|---|
I | საფრანგეთი, ვერსალი | 1986 წლის 17-19 თებერვალი |
II | კანადა, კვებეკი (კვებეკის პროვინცია) | 1987 წლის 2-4 სექტემბერი |
III | სენეგალი, დაკარი | 1989 წლის 24-26 მაისი |
IV | საფრანგეთი, პარიზი | 1991 წლის19-21 ნოემბერი |
V | მავრიკი, გრანდ-ბეი | 1993 წლის 16-18 ოქტომბერი |
VI | ბენინი, კოტონუ | 1995 წლის 2-4 დეკემბერი |
VII | ვიეტნამი, ჰანოი | 1997 წლის 14-16 ნოემბერი |
VIII | კანადა, მონკტონი (ნიუ-ბრანსუიკის პროვინცია) | 1999 წლის 3-5 სექტემბერი |
IX | ლიბანი, ბეირუთი | 2002 წლის 18-20 ოქტომბერი |
X | ბურკინა-ფასო, უაგადუგუ | 2004 წლის 26-27 ნოემბერი |
XI | რუმინეთი, ბუქარესტი | 2006 წლის 28-29 სწქტემბერი |
XII | კანადა, კვებეკი (კვებეკის პროვინცია) | 2008 წლის 17-19 ოქტომბერი |
XIII | შვეიცარია, მონტრე | 2010 წლის 22-24 ოქტომბერი |
XIV | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კინშასა | 2012 წლის 12-14 ოქტომბერი |
XV | სენეგალი, დაკარი | 2014 წლის 28-30 ნოემბერი[4] |
XVI | მადაგასკარი, ანტანანარივუ | 2016 წელი[5] |
გენერალური მდივანი
რედაქტირებაგენერალურ მდივანს ოთხი წლის ვადით ირჩევენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურები. მისი მანდატი შეიძლება გაგრძელდეს შეზღუდვის გარეშე.
სახელი და გვარი | ფოტო | დაბადების ადგილი | დაბადების თარიღი | მანდატი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|
ბუტროს ბუტროს-გალი | ეგვიპტე | 1922 წლის 14 ნოემბერი | 1997 წლის 16 ნოემბერი - 2002 წლის 31 დეკემბერი | ||
აბდუ დიუფი | სენეგალი | 1935 წლის 7 სექტემბერი | 2003 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრამდე | ||
მიკაელ ჟანი | კანადა | 1957 წლის 6 სექტემბერი | 2015 წლის 1 იანვრიდან | აირჩიეს 2014 წლის 30 ნოემბერს ფრანგულენოვანი ქვეყნების XV სამიტზე (სენეგალი, დაკარი). ის პირველი ქალია ამ პოსტზე. მისი უფლებამოსილება დაიწყება 2015 წლის 1 იანვრიდან[6]. |
წევრი სახელმწიფოები
რედაქტირებაევროპა
რედაქტირება- ალბანეთი
- ანდორა
- ავსტრია
- ბელგია
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბულგარეთი
- ესტონეთი
- კვიპროსი
- კოსოვო
- ლატვია
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- მოლდოვა
- მონაკო
- მონტენეგრო
- პოლონეთი
- რუმინეთი
- საბერძნეთი
- საფრანგეთი
- საქართველო
- სერბეთი
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- სომხეთი
- უკრაინა
- უნგრეთი
- შვეიცარია
- ჩეხეთი
- ჩრდილოეთი მაკედონია
- ხორვატია
ამერიკა და კარიბის აუზი
რედაქტირებააზია და წყნარი ოკეანე
რედაქტირებაჩრდილოეთ აფრიკა და შუა აღმოსავლეთი
რედაქტირებააფრიკა (ჩრდილოეთ აფრიკის გარდა)
რედაქტირებადასავლეთი აფრიკა
რედაქტირებაცენტრალური აფრიკა
რედაქტირება- ბურუნდი
- გაბონი
- ეკვატორული გვინეა
- კამერუნი
- კონგოს რესპუბლიკა
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- რუანდა
- სან-ტომე და პრინსიპი
- ჩადი
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
აღმოსავლეთი აფრიკა და ინდოეთის ოკეანე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000260592
- ↑ https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
- ↑ 80 États et gouverneents fr. Organisation international de francofonie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
- ↑ http://www.lequotidien.sn/index.php/societe/item/18272-francophonie-remise-des-pr%C3%A9-requis-techniques-et-mat%C3%A9riels-pour-le-xv%C3%A8me-sommet-abdoul-aziz-mbaye-vend-dakar დაარქივებული 2013-08-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links.
- ↑ http://www.francophonie.org/Madagascar-organisera-le-XVIe.html დაარქივებული 2016-11-19 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Michaëlle Jean à la tête de la Francophonie (30 novembre 2014).