ანტანანარივუ
ანტანანარივუ (მალაგასიური — Antananarivo, გამოითქმის IPA [æntəˌnænəˈɹiːvoʊ] ან [ɑːntəˌnɑːnəˈɹiːvoʊ]) — მადაგასკარის დედაქალაქი და ანტანანარივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ის ასევე ცნობილია მისი ფრანგული სახელით „ტანანარივე“, ან კოლოქვიალური შემოკლებით „ტანა“. ქალაქი კუნძულის შუაგულში მდებარეობს, თუმცა მხოლოდ 145 კილომეტრითაა დაშორებული აღმოსავლეთ სანაპიროდან. ის მადაგასკარის უდიდესი ქალაქია და ამავე დროს მისი ადმინისტრაციული, კულტურული, საკომუნიკაციო და ეკონომიკური ცენტრია. 2013 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 2 050 000 ადამიანს შეადგენდა[1]. ქალაქი მდებარეობს კუნძულის მთავარ საზღვაო პორტ ტამატავედან 215 კმ-ში, რომელთანაც ის რკინიგზით არის დაკავშირებული. მთავარი ნაწარმია კვების პროდუქტები, თამბაქო და ტექსტილი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანტანანარივუ Antananarivo Tananarive | |||||
| |||||
ქვეყანა | მადაგასკარი | ||||
პროვინცია | ანტანანარივუს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 18°56′00″ ს. გ. 47°31′00″ ა. გ. / 18.93333° ს. გ. 47.51667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1625 წელი | ||||
ფართობი | 88 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1276 მ | ||||
მოსახლეობა | 2 050 000 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 23 295,5 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
ოფიციალური საიტი | antananarivo.mg | ||||
ქალაქი დაფუძნდა დაახლოებით 1625 წელს. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ჰოვას მეთაურთა დასახლებას წარმოადგენდა, თუმცა ანტანანარივუმ მნიშვნელობა შეიძინა ამ მეთაურთა მიერ მადაგასკარის უდიდეს ნაწილზე ჰეგემონიის დამყარების შემდეგ და ამ დროისთვის მისმა მოსახლეობამ 80 000 ადამიანი შეადგინა. 1797 წელს ის მერინას მეფეთა სატახტო ქალაქი გახდა. მეფე რადამა I-მა კი ის თითქმის მთელი მადაგასკარის დედაქალაქად აქცია. 1869 წლამდე ყველა შენობა ქალაქის ტერიტორიაზე ხისა და ლერწმისგან იყო დამზადებული, თუმცა მაშინაც კი აქ რამდენიმე საკმაოდ დიდი ზომის (40 მეტრამდე სიმაღლის) ხის სასახლე არსებობდა.
ქალაქი იმერინას სამეფოს დედაქალაქი იყო 1710 წლამდე, სანამ იმერინა ოთხ ნაწილად გაიყოფოდა. ანტანანარივუ კუნძულის სამხრეთ ნაწილის დედაქალაქად მიიჩნეოდა 1794 წლამდე, როდესაც ანდრიანამპუანიმერინამ დაიპყრო ეს ტერიტორიები და სწორედ მან მოაქცია ერთიანი მმართველობის ქვეშ სხვადასხვა ეთნიკური ტომები. ეს დაპყრობები გაგრძელდა მისი ვაჟის, რადამა I დიდის მიერ, რომელიც საბოლოოდ აკონტროლებდა კუნძულის ორ მესამედს, ამიტომაც ევროპელი დიპლომატები მას მადაგასკარის მეფედ თვლიდნენ. ანტანანარივუ კუნძულის დედაქალაქად დარჩა მას შემდეგ, რაც მადაგასკარი ფრანგმა კოლონიზატორებმა დაიმორჩილეს. ხოლო დამოუკიდებლობის შემდეგ 1960 წელს ანტანანარივუ კვლავ ქვეყნის დედაქალაქად რჩება.
გეოგრაფია
რედაქტირებაანტანანარივუ მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1 280 მეტრზე.[2] ის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაშორებულია 145 კილომეტრით და დასავლეთ სანაპიროდან 330 კმ-ით.[3] ქალაქის ოფიციალური საზღვრები მოიცავს ურბანული ფართობის დაახლოებით 86,4 კვადრატულ კილომეტრს.[4] იგი დაარსდა ზღვის დონიდან 1 480 მეტრის სიმაღლეზე. XIX საუკუნის ბოლოს ის გაფართოვდა ბორცვების ძირში მდებარე ტერიტორიაზე. ეს დაბლობები ხშირდად ხვდება წყალდიდობის საფრთხის ქვეშ, წვიმების დროს. ტერიტორიები იტბორება მდინარე იკოპას მიერ, რომელიც დედაქალაქის სამხრეთ და დასავლეთ მხარეს ეშვება. დასავლეთის ფერდობები და დაბლობები, ყველაზე მეტად არის დაცული ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილი ციკლონის ქარისგან.[4]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემის თანახმად, ანტანანარიოვუს აქვს სუბტროპიკული კლიმატი, მშრალი სეზონით.[5] ხასიათდება ზომიერი, მშრალი ზამთრით და თბილი, წვიმიანი ზაფხულით.[3] ქალაქი ნალექის თითქმის მთლიან რაოდენობას იღებს ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში. ყინვები ქალაქში იშვიათია, ისინი უფრო ხშირად გვხვდება ზღვის დონიდან მაღალ წერტილებში. ყოველდღიური დეკემბრის საშუალო ტემპერატურა 20,8 °C-ს შეადგენს, ხოლო ივლისის 14,3 °C-ს.
დემოგრაფია
რედაქტირებაანტანანარივუ კუნძულის უდიდესი ქალაქი გახდა მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნის ბოლოს მისმა მოსახლეობამ 15 000 შეადგინა.[6] 1810 წლისთვის, მოსახლეობა გაიზარდა 80 000-მდე, სანამ მკვეთრად არ შემცირდა 1829-1842 წლებში რადამა I-ისა და განსაკუთრებით რანავალალონ I-ის მეფობის დროს, შემცირების გამომწვევი მიზეზები იყო: ომი, იძულებითი შრომა, დაავადების გავრცელება და მკაცრი წესების შემოღება, იმერინას მოსახლეობა ამ პერიოდის განმავლობაში 750 000-დან 130 000-მდე დაეცა.[7] იმერინას სამეფოს ბოლო წლებში მოსახლეობის რაოდენობა აღწევდა 50 000-დან 75 000-მდე. მოსახლეობის უმეტესობას მონები შეადგენდნენ.[6] 1950 წელს ანტანანარიოვუს მოსახლეობა დაახლოებით 175 000 იყო.[8] 90-იანი წლების ბოლოსთვის მეტროპოლიტენის რეგიონის მოსახლეობამ მიაღწია 1,4 მილიონს, ხოლო თავად ქალაქში ამჟამად ცხოვრობს (2013 წლის მონაცემების თანახმად) დაახლოებით 1 300 000 ადამიანი.[9] მეტროპოლიტენის ტერიტორია ამრიგად კუნძულის 10 %-ს მოიცავს. სოფლებიდან მიგრაცია დედაქალაქში ზრდის მოსახლეობის რიცხვს.[6] როგორც იმერინას ისტორიული დედაქალაქი, ანტანანარივუ მდებარეობს მერინას ხალხის სამშობლოში, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 24 %-ს შეადგენს და მალაგასიელების ეთნიკური ჯგუფის ძირითადი წარმომადგნლები არიან.
დანაშაული
რედაქტირებასაშინაო უსაფრთხოების სამინისტროს მცდელობების მიუხედავად, ანტანანაროვუში დანაშაულის დონე გაიზარდა 2009 წლიდან. 1994 წლიდან 1998 წლამდე ქალაქს საშუალოდ ჰყავდა რვა-თორმეტი პოლიციელი ყოველ 10 000 მოსახლეზე. დიდ უბნებში, ჩვეულებრივ, მათი რაოდენობა თხუთმეტს უახლოვდებოდა.[10] ქალაქის მერის მარკ რავალომანას თანამდებობაზე ყოფნის დროს (1998-2001 წლები) ქალაქის ღამით უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაამონტაჟეს და შეაკეთეს ქუჩის განათება. ამან გაზარდა პოლიციელთა რაოდენობა ქუჩებში, რამაც გამოიწვია დანაშაულის დონის ვარდნა.[11] 2012 წლის მდგომარეობით, ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი სტრატეგია დანაშაულის აღმოსაფხვრელად. დანაშაულის ბოლოდროინდელმა ზრდამ და „CUA“- ს მხრიდან არაადეკვატურმა რეაგირებამ განაპირობა ქალაქში კერძო უსაფრთხოების ფირმების ზრდა.[10]
ანტანიმორას ციხე მდებარეობს ანტანიმორას რაიონში. დაწესებულებაში პატიმართა მაქსიმალური მოცულობა 800-ია და დაფიქსირებულია, რომ იგი ძალზედ გადატვირთულია. სავარაუდოდ, ციხეში 4 000-ზე მეტი დაკავებული იმყოფება.
ქალაქი
რედაქტირებაანტანანარივუ მოიცავს სამ ქედს. მანჯაკამიადანას სამეფო სასახლე მდებარეობს ამ ბორცვების მწვერვალზე და ჩანს ქალაქის ყველა ნაწილიდან და მიმდებარე ბორცვებიდანაც. მანჯაკამიადანა იყო უდიდესი სტრუქტურული ნაგებობა ანტანანარივუში, ვინაიდან შენობა ქვისგან იყო აგებული, იგი 1995 წელს გაჩენილს ხანძარს გადაურჩა. მისი დასავლეთ კედელი 2004 წელს ჩამოინგრა.[12] 2009 წელს, ქვის კედლები სრულიად აღადგინეს და შენობაც გადახურეს. იგი განათებულია ღამით. ადგილზე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.[13] ბოლოდროს საცხოვრებელი და კომერციული შენობები განლაგებულია დედაქალაქი ქვედა რელიეფზე და ძირითადად ტერიტორიის ვაკე ადგილს იკავებს. ბრინჯის მინდვრები მდებარეობს ქალაქის გარშემო.[14]
ქალაქის მაცხოვრებლები გარკვეულ ადგილებში ცხოვრობდნენ. იმერინას სამეფოს დროს, დიდგვაროვნებს გააჩნდათ პრივილეგია, რომ ეცხოვრათ სასახლის გარშემო სახლებში.[15] საფრანგეთის კოლონიზაციის დროს და მის შემდეგ, ქალაქი ფართოვდებოდა. დღესდღეობით „haute ville“ არის ძირითადი საცხოვრებელი ტერიტორია და განიხილება, როგორც პრესტიჟული ადგილი, აქ ცხოვრობენ ქალაქის გავლენიანი და მდიდარი მოსახლეები.[15] ლა ჰაუტის ნაწილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა როვასთან, ითვლება ისტორიულ ნაწილად.[16] ქალაქის ამ ნაწილში მდებარეობს სამეფო სასახლე, ანდაფიავარატრას სასახლე - პრემიერ-მინისტრის ყოფილი რეზიდენცია, ანდოჰალოს მახლობლად მდებარე ტაძარი, რომელიც აშენდა ადგოჰალოს ქრისტიანულ დასაწყისში, ქალაქის ყველაზე ხელუხლებელი ისტორიული ტერიტორიაა და XIX საუკუნის მერინას დიდებულთა სახლეეების სამყოფელი.[14] დიდგვაროვანთა საცხოვრებელების საზღვრები სულ უფრო ფართოვდებოდა და XIX საუკუნის ბოლოს თანდათანობით ვრცელდებოდა ქვედა ბორცვებსა და ფერდობებზე.[17] „ville moyenne“ უფრო და უფრო პოპულარული გახდა საფრანგეთის კოლონიური ხელისუფლების დროს, ამ პერიოდში აქ სხვადასხვა რეზიდენციები არსებობდა. აქვე მდებარეობს სასტუმროები, ტანსაცმლისა და სამკაულების მაღაზიები და ოფისები.
ქალაქის კომერციული ცენტრი, ანალაკელი, მდებარეობს ხეობის ვაკეზე ორ ქედს შორის.[18] მეფე ანდრიანამპუანიმერინამ ქალაქში დააფუძნა პირველი ბაზარი[19], მანვე გამოაცხადა პარასკევი დღე, როგორც ბაზრის დღე.[20] ბაზარი მთელ ხეობაში იყო გადაჭიმული და ქმნიდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ღია ცის ქვეშ არსებულ ბაზარს.[21] ბაზარმა შემდგომში გამოიწვია საცობები და სხვა პრობლემები, რამაც ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულა, რომ 1997 წელს პარასკევის ვაჭრები გაეყოთ ან ნაწილი სხვა ადგილზე გადაეყვანათ.[22] ქალაქის სხვა მთავარი კომერციული და ადმინისტრაციული ცენტრები ფრანგებმა ჩამოაყალიბეს, მათვე ჩაანაცვლეს შენობა-ნაგებობებით ქალაქის მიმდებარე ბრინჯის მინდვრები და ჭაობები. XX საუკუნის დასაწყისში ფრანგების მიერ აშენებული გვირაბი კვეთს მთის ბორცვს, ის ამბოიატოვოს აკავშირებს ამბანიდიასა და ქალაქის სამხრეთით მდებარე სხვა საცხოვრებელ ადგილებთან.[23]
ტრანსპორტი და კომუნიკაციები
რედაქტირებამაცხოვრებელთა უმრავლესობა ქალაქში ფეხით მოძრაობს. ქალაქში რეგისტრირებულია 82 მარშრუტი. დამატებით 2 000 მიკროავტობუსი, რომელსაც მართავს ტრანსპორტის სამინისტრო, ავტობუსები მოძრაობენ ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში. ეს ურთიერთდაკავშირებული ავტობუსების სისტემები ყოველდღე ემსახურებოდა 700 000 მგზავრს.[24] ეს მიკროავტობუსები ხშირად ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს ან ჰაერის ხარისხის მოთხოვნებს და, როგორც წესი, ისინი გადატვირთული არიან მგზავრებითა და მათი ტვირთით. პოლიცია და ჟანდარმები დახმარებას უწევს პიკის პერიოდებში მოძრაობას. ქალაქში არის ლიცენზირებული და არალიცენზირებული ტაქსი, მანქანების უმეტესობა ძველია. ახალი მანქანები მოძრაობენ სასტუმროებისა და სხვა ადგილების მახლობლად, სადაც ხშირად არიან უცხოელები, რომელთაც სურთ უფრო მეტი თანხის გადახდა ტაქსში, უკეთესი მომსახურების სანაცვლოდ.[24] ქალაქში ასევე მოძრაობს მატარებელი.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Acquier, Jean-Louis (1997). Architectures de Madagascar (French). Berlin: Berger-Levrault. ISBN 978-2-7003-1169-3.
- Ade Ajayi, Jacob Festus (1998). General history of Africa: Africa in the nineteenth century until the 1880s. Paris: UNESCO. ISBN 978-0-520-06701-1. ციტირების თარიღი: February 3, 2011.
- Appiah, Anthony; Gates, Henry (2010) Encyclopedia of Africa, Volume 1. London: Oxford University Press. ISBN 978-0-19-533770-9.
- Bradt, Hilary; Austin, Daniel (2011) Madagascar, 10th, Guilford, Connecticut: The Globe Pequot Press Inc. ISBN 978-1-84162-341-2.
- Callet, François (1908). Tantara ny andriana eto Madagasikara (histoire des rois) (French). Antananarivo: Imprimerie catholique.
- Campbell, Gwyn (2012). David Griffiths and the Missionary "History of Madagascar". Leiden, the Netherlands: Brill. ISBN 978-90-04-20980-0.
- Desmonts (2004). Madagascar (French). New York: Editions Olizane. ISBN 978-2-88086-387-6.
- Fournet-Guérin, Catherine (2007). Vivre à Tananarive: géographie du changement dans la capitale malgache. Paris: Karthala Editions. ISBN 978-2-84586-869-4.
- Government of France (1898). „L'habitation à Madagascar“, Colonie de Madagascar: Notes, reconnaissances et explorations (French). Antananarivo, Madagascar: Imprimerie Officielle de Tananarive.
- McLean Thompson, Virginia; Adloff, Richard (1965). The Malagasy Republic: Madagascar today. Stanford University Press. ISBN 978-0-8047-0279-9.
- Nativel, Didier (2005). Maisons royales, demeures des grands à Madagascar (French). Antananarivo, Madagascar: Karthala Éditions. ISBN 978-2-84586-539-6.
- Nativel, D.; Rajaonah, F. (2009) Madagascar revisitée: en voyage avec Françoise Raison-Jourde (French). Paris: Karthala Editions. ISBN 978-2-8111-0174-9.
- Oliver, Samuel (1886). Madagascar: An Historical and Descriptive Account of the Island and its Former Dependencies. New York: Macmillan and Co.
- Shillington, Kevin (2004). Encyclopedia of African History, Volume 1. New York: CRC Press. ISBN 978-1-57958-245-6.
- Sharp, Maryanne; Kruse, Joana (2011) Health, Nutrition, and Population in Madagascar, 2000–09. New York: World Bank. ISBN 978-0-8213-8538-8.
- UN-Habitat (2012). Madagascar: Profil urbain d'Antananarivo (French). Nairobi, Kenya: UNON. ISBN 978-92-1-132472-3. დაარქივებული 2013-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Vivier, Jean-Loup (2007). Madagascar sous Ravalomanana: La vie politique malgache depuis 2001 (French). Paris: Editions L'Harmattan. ISBN 978-2-296-18554-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Antananarivo, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ანტნანარივუს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-03-30 საიტზე Wayback Machine. .
- Commune urbaine de Antananarivo დაარქივებული 2007-03-30 საიტზე Wayback Machine. .
- Université d'Antananarivo დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. .
- Antananarivo en photos დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine. .
- ANTANANARIVO, MADAGASCAR CAPITAL : THE CITY OF THE THOUSAND
- ANTANANARIVO, MADAGASCAR
- History in Antananarivo, Madagascar - Lonely Planet
- Antananarivo - History დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine.
- Antananarivo - New World Encyclopedia
- Antananarivo - McGill CS დაარქივებული 2020-09-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მადაგასკარის უდიდესი ქალაქები (citypopulation.de)
- ↑ UN-Habitat (2012). Madagascar: Profil urbain d'Antananarivo (in French). Nairobi, Kenya: UNON. p. 7. ISBN 978-92-1-132472-3.
- ↑ 3.0 3.1 Shillington, Kevin (2004). Encyclopedia of African History, Volume 1. New York: CRC Press.p. 158. ISBN 978-1-57958-245-6.
- ↑ 4.0 4.1 UN-Habitat (2012). Madagascar: Profil urbain d'Antananarivo (in French). Nairobi, Kenya: UNON. p. 7. ISBN 978-92-1-132472-3.
- ↑ Climate: Antananarivo – Climate graph, Temperature graph, Climate table (altitude: 1293m). Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 24 October 2013.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Appiah, Anthony; Gates, Henry (2010). Encyclopedia of Africa, Volume 1. London: Oxford University Press. p. 114. ISBN 978-0-19-533770-9.
- ↑ Campbell, Gwyn (October 1991). „The state and pre-colonial demographic history: the case of nineteenth century Madagascar“. Journal of African History. 23 (3): 415–445.
- ↑ Shillington, Kevin (2004). Encyclopedia of African History, Volume 1. New York: CRC Press. p. 159. ISBN 978-1-57958-245-6.
- ↑ Institut National de la Statistique, Madagascar.
- ↑ 10.0 10.1 UN-Habitat (2012). Madagascar: Profil urbain d'Antananarivo (in French). Nairobi, Kenya: UNON.p. 8. ISBN 978-92-1-132472-3.
- ↑ „Madagascar's presidential election: Will the yoghurt tycoon take over?“. The Economist. დეკემბერი 20, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 25, 2012. ციტირების თარიღი: 2 December 2012.
- ↑ Fournet-Guérin, Catherine (2007). Vivre à Tananarive: géographie du changement dans la capitale malgache. Paris: Karthala Editions. p. 297. ISBN 978-2-84586-869-4.
- ↑ Editor (2 December 2010). „Patrimoine – La première phase des travaux terminée: Le "rova" renaît de ses cendres“. Le Quotidien de la Réunion et de l'Océan Indien (French). Antananarivo, Madagascar.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link)
- ↑ 14.0 14.1 Hellier, Chris (Summer 1999). „Madagascar: Antananarivo – Love Me, Love Me Not“. Travel Africa Magazine.[მკვდარი ბმული]
- ↑ 15.0 15.1 Fournet-Guérin, Catherine (2007). Vivre à Tananarive: géographie du changement dans la capitale malgache. Paris: Karthala Editions. p. 12. ISBN 978-2-84586-869-4.
- ↑ Fournet-Guérin, Catherine (2007). Vivre à Tananarive: géographie du changement dans la capitale malgache. Paris: Karthala Editions. p. 16. ISBN 978-2-84586-869-4.
- ↑ Fournet-Guérin 2007, p. 12
- ↑ Fournet-Guérin 2007, p. 16.
- ↑ Fournet-Guérin 2007, p. 34.
- ↑ Fournet-Guérin 2007, p. 34.
- ↑ Fournet-Guérin 2007, p. 312
- ↑ Fournet-Guérin 2007, p. 79.
- ↑ Fournet-Guérin 2007, p. 16.
- ↑ 24.0 24.1 Actes du séminaire international sur le développement urbain French. Commune Urbaine d'Antananarivo (March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2012. ციტირების თარიღი: 31 August 2014.