სენტ-ლუსია
სენტ-ლუსია (ინგლ. Saint Lucia) — სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულზე, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის ერთა თანამეგობრობაში. ფართობი — 616 კმ². მოსახლეობა — 160 ათასი კაცი. მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანი და მულატია. რელიგია — ქრისტიანობა (85 % კათოლიკე). დედაქალაქი — კასტრი. ოფიციალური ენა — ინგლისური. დიდი ნაწილი საუბრობს ფრანგული ენის ადგილობრივ დიალექტზე — პატუა. ეროვნული დღესასწაულია 22 თებერვალი — დამოუკიდებლობის დღე. ფულის ერთეულია — აღმოსავლეთ კარიბის დოლარი.
სენტ-ლუსია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: The Land, The People, The Light | ||||||
ჰიმნი: Sons and Daughters of Saint Lucia |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კასტრი 14°01′ ჩ. გ. 60°59′ დ. გ. / 14.017° ჩ. გ. 60.983° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, პაპიამენტო | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | დედოფალი | ელისაბედ II | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | დეიმ პერლეტ ლუისი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | სტეფენსონ კინგი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 620 კმ2 (193-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 160 765 | ||||
- | სიმჭიდროვე | 298 კაცი/კმ2 (41-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2002 შეფასებით | |||||
- | სულ | $866 მილიონი (197-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5950 (98-ე) | ||||
აგი (2007) | 0.795 (საშუალო) (72-ე) | |||||
ვალუტა | აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
Internet TLD | .lc | |||||
სატელეფონო კოდი | 1758 |
გეოგრაფიარედაქტირება
სენტ-ლუსია შედის ქარპირა კუნძულების ჯგუფში. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. რელიეფი უმთავრესად მთაგორიანია. სიმაღლე 950 მეტრამდე. ჰავა ტროპიკული პასატურია, ნოტიო. ნალექები დაახლოებით 1500 მმ წელიწადში. არის ცხელი წყაროები. ნიადაგები ნოყიერია. მთაში შემორჩენილია მარადმწვანე ტროპიკული ტყე.