ანგლოფონები
ანგლოფონები (ინგლ. Anglophone, ბერძნული სიტყვებიდან — ანგლოს, ანუ „ინგლისური“ და ფონოს, ანუ „ხმა“) — ფართე გაგებით პლანეტის ინგლისურენოვანი მოსახლეობა, ანუ, ისეთი ქვეყნების მოსახლეობა, როგორებიცაა ინგლისი, აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ბევრი სხვა. დაახლოებით 360-დან 400 მილიონ ადამიანამდე ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე, როგორც მშობლიურ ენაზე.[1] მათგან ნახევარზე მეტი (231 მილიონი) ცხოვრობს აშშ-ში, შემდეგ მოდიან დიდ ბრიტანეთში მაცხოვრებლები — დაახლოებით 60 მილიონი. დიდი ბრიტანეთი არის ქვეყანა, სადაც პირველად დაიწყო ინგლისურ ენაზე ლაპარაკი.
ინგლისური ენა მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით მესამე ენაა, ჩინური ენისა და ესპანურის შემდეგ.[2]
მეორე ენის ჩათვლით ინგლისურ ენაზე საუბრობს 470 მილიონიდან 1 მილიარდზე მეტი ადამიანი. დევიდ კრისტალმა გამოთვალა, რომ 2003 წელს ინგლისური ენის ცუდად მცოდნენი ჭარბობდნენ ენის მცოდნეებს, შესაბამისად 3 ადამიანი 1-ზე.[3] ინგლისური ენის ცუდად და კარგად მცოდნე ადამიანების რაოდენობის გაერთიანებით მივიღებთ, რომ ინგლისური ენა ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ენაა მთელ მსოფლიოში.[4][5]
ინგლისური ენის ძირითადი დიალექტების გარდა, მაგალითად, ბრიტანული ინგლისური, ამერიკული ინგლისური, ავსტრალიური ინგლისური, სამხრეთაფრიკული ინგლისური, ახალზელანდიური ინგლისური და ისეთი ქვეყნების სუბ-დიალექტებზე, როგორებიცაა ფილიპინები, იამაიკა და ნიგერია ასევე ლაპარაკობს მილიონობით ადამიანი, დაწყებული ანგლო-კრეოლური ენებიდან, რომლებიც სტანდარტულ ინგლისურზეა დაფუძნებული.
ინგლისურენოვანი ქვეყნების უმრავლესობა
რედაქტირებაარსებობს 6 ქვეყანა, სადაც ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს მოსახლეობის უმრავლესობა. ეს ქვეყნებია აშშ (მინიმუმ 231 მილიონი),[6] გაერთიანებული სამეფო (60 მილიონი)[7][8][9] კანადა (19 მილიონი),[10] ავსტრალია (მინიმუმ 17 მილიონი),[11] ირლანდია (4,2 მილიონი) და ახალი ზელანდია (3,7 მილიონი).[12] ყველა ეს ქვეყანა ასევე გაერთიანებულია ანგლოსფეროს ტერმინით.
ამას გარდა, კარიბების ბევრი ქვეყანა, როგორებიცაა იამაიკა და ტრინიდადი და ტობაგო მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე დაფუძნებულ კრეოლურ ენაზე, ანუ იამაიკურ კრეოლურ ენაზე. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე სხვა დიდი ჯგუფები გვხვდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (4,8 მილიონი),[13] ნიგერიაში (4 მილიონი, 5 %) და სინგაპურში (1 მილიონი 17 %).
ინგლისური ენა ძირითადი ენაა კუნძულოვან სახელმწიფოებში და ტერიტორიებზე: ანგილია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელიზი, ბერმუდის კუნძულები, ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, დომინიკა, ფოლკლენდის კუნძულები, გიბრალტარი, გრენადა, გუამი, გერნსი, გაიანა, მენი, ჯერსი, მონსერატი, ნაურუ, პიტკერნის კუნძულები, წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები.
კანადა
რედაქტირებაკანადური საზოგადოების უფრო ვიწრო კონტექსტში გამოიყენება, როგორც დემოგრაფიული, პოლიტიკური და ენობრივი ტერმინი ქვეყნის ინგლისურენოვანი მოსახლეობის აღსანიშნავად, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 59,2 %-ს (2001 წლის კანადის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით) ფრანგულენოვანი (ფრანკოფონები — 23,7 %) ან სხვაენოვანი (ალოფონები — 17,1 %) მოსახლეობის საწინააღმდეგოდ. ტერმინი ფართედ გამოიყენება კანადის ორივე ოფიციალურ ენებში, განსაკუთრებით უფრო მეტად ფრანგულენოვანი კვებეკის პროვინციის ტერიტორიაზე, და ასევე ხშირად გამოიყენება ფრანგულ ენაზე მთელ მსოფლიოში.
ქვეყნები, სადაც ინგლისური ოფიციალური ენაა
რედაქტირებაზოგიერთ ქვაყანაში, სადაც ინგლისური ენა არც თუ ისე გავრცელებულია, იგი წარმოადგენს ოფიციალურ ენას; ასეთი ქვეყნების რიცხვში შედიან: ბოტსვანა, კამერუნი, მიკრონეზიის ფედერაციული შტატები, ფიჯი, განა, ჰონგ-კონგი, ინდოეთი, კენია, კირიბატი, ლესოთო, ლიბერია, მალტა, მარშალის კუნძულები, მავრიკი, ნამიბია, ნიგერია, პაკისტანი, პალაუ, პაპუა-ახალი გვინეა, ფილიპინები (ფილიპინური ინგლისური), რუანდა, სენტ-ლუსია, სამოა, სეიშელის კუნძულები, სიერა-ლეონე, სინგაპური, სოლომონის კუნძულები, შრი-ლანკა, სუდანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთი სუდანი, ესვატინი, ტანზანია, უგანდა, ზამბია და ზიმბაბვე. ასევე არსებობენ ქვეყნები, სადაც ტერიტორიის ნაწილზე ინგლისური ენა წარმოადგენს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას, მაგალითად, კოლუმბიის სან-ანდრეს-ი-პროვიდენსია და ნიკარაგუის მოსკიტების სანაპირო. ამის მიზეზია ინგლისური კოლონიზაციის გავლენა ამ რეგიონში.
ინდოეთში ცხოვრობს ყველაზე უფრო მეტი ადამიანი, რომლებისთვისაც ინგლისური მეორე ენაა (ინდური ინგლისური); დევიდ კრისტალი (2004 წელი) ამტკიცებს, რომ, როგორც მშობლიურ, ასევე მეორე ენაზე ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.[14]
ინგლისური ენა ერთ-ერთია იმ 11 ოფიციალური ენიდან, რომლებსაც აქვთ თანაბარი სტატუსი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებულ სხვა ოფიციალურ ენებთან (სამხრეთაფრიკული ინგლისური). ინგლისური ასევე ოფიციალური ენაა ავსტრალიის (ნორფოლკი, შობის კუნძული და ქოქოსის კუნძულები) და აშშ-ის (ამერიკის სამოა, გუამი, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, პუერტო-რიკო (პუერტო-რიკოში ინგლისური ოფიციალური ენაა ესპანურთან ერთად) და აშშ-ის ვირჯინის კუნძულები) თანამედროვე დამოკიდებულ ტერიტორიებზე,[15] და დიდი ბრიტანეთის ყოფილ კოლონია ჰონგ-კონგზე.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას არ აქვს ოფიციალური ენის სტატუსი, ინგლისურ ენას იგი გააჩნია 50 შტატიდან 32-ში.[16][17] მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური შორს დგას ოფიციალური ენის სტატუსისაგან, იგი მაინც მთავარი ენაა დიდი ბრიტანეთის მთელ რიგ ყოფილ კოლონიებში და პროტექტორატებში, როგორებიცაა: ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბრუნეი, კვიპროსი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ინგლისური, როგორც გლობალური ენა
რედაქტირებაინგლისური ენა საკმაოდ ფართედაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, ამიტომ მას ხშირად ეძახიან „საერთაშორისო ენას“, თანამედროვეობის „ერთაშორისი ურთიერთობის ენას“[18] და მიუხედავად იმისა, რომ ის უმრავლეს ქვეყნებში არ წარმოადგენს ოფიციალურ ენას, დღეისათვის ბევრ ქვეყანაში ყველაზე უფრო ხშირად მას ასწავლიან უცხო ენის სახით.[19] საერთაშორისო შეთანხმებით ინგლისური ენა ოფიციალური ენაა საავიაციო[20] და საზღვაო[21] კომუნიკაციებში. ინგლისური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი ოფიციალური ენაა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჩათვლით.
ინგლისურ ენას ევროპის კავშირის ქვეყნებში ყველაზე უფრო მეტად სწავლობენ და ევროპელებს შორის უცხოური ენების სარგებლობის აღქმაში ინგლისურის სასარგებლოდ იხრება მოსახლეობის 67 %, რომელმაც გაუსწრო გერმანულს — 17 % და ფრანგულს — 16 % (2012 წლის მდგომარეობით). 2012 წელს ევროპის კავშირის არაინგლისურენოვან ქვეყნებს შორის ზრდასრული მოსახლეობის პროცენტული შემადგენლობა, რომლებსაც შეუძლიათ ილაპარაკონ ინგლისურ ენაზე შემდეგია: ნიდერლანდები — 90 %, მალტა — 89 %, შვედეთი და დანია — 86 %, კვიპროსი და ავსტრია — 73 %, ფინეთი — 70 %, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, სლოვენია და გერმანია 50 %-ზე მეტი. 2012 წელს, მათ გარდა, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა, ევროპელთა 38 % თვლის, რომ მათ შეუძლიათ ილაპარაკონ ინგლისურ ენაზე.[22]
ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნები, ჟურნალები და გაზეთები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ინგლისური ენა ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა მეცნიერებაში[18]. 1997 წლის მონაცემებით სამეცნიერო სტატიების 95 % დაწერილი იყო ინგლისურ ენაზე, თუმცა მხოლოდ მათი ნახევარი მოდის ინგლისურენოვანი ქვეყნების ავტორებზე.
2011 წელს მსოფლიოში გამოცემული ყველა წიგნებიდან მნიშვნელოვნად სჭარბობს ინგლისური ლიტერატურის პუბლიკაციები — 28 % და ვებ-კონტენტები — 30 % (2000 წელს 50 %).[23]
ინგლისური ენის მოხმარების გაფართოებამ დიდი გავლენა იქონია ბევრ სხვა ენაზე, რამაც მოიტანა ენის ასიმილაცია და ენის გაქრობა,[24] ასევე ენობრივი იმპერიალიზმის პრეტენზიები. ინგლისური ენა თვითონ გახდა უფრო ღია ენის ასიმილაციისთვის, როგორც რამდენიმე სხვადასხვა რეგიონალური ენის წარმოშობის წყარო.[25]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- პორტუგალენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა
- ფრანკოფონები
- ფრანკოფონია
- ფრანგულენოვანი ქვეყნები
- ანგლოსფერო
- ქვეყნების სია ინგლისურენოვანი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
- ქვეყნების და ტერიტორიების სია, სადაც ინგლისური ოფიციალური ენაა
- რუსოფონები
- ნიდერლანდების ენის კავშირი
- გერმანულენოვანი ქვეყნები
- ისპანიდადი
- არაბული სამყარო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Crystal 2006, pp. 424–426.
- ↑ Summary by language size. ციტირების თარიღი: 10 February 2015.
- ↑ Crystal, David (2003). English as a Global Language, 2nd, Cambridge University Press, გვ. 69. ISBN 978-0-521-53032-3.
- ↑ McCrum, Robert; MacNeil, Robert; Cran, William (2003) The Story of English, Third Revised, London: Penguin Books. ISBN 978-0-14-200231-5.
- ↑ Crystal, David (2003a). English as a Global Language, 2nd, Cambridge University Press, გვ. 6. ISBN 978-0-521-53032-3. ციტირების თარიღი: 4 February 2015. „The statistics collected in chapter 2 suggest that about a quarter of the world's population is already fluent or competent in English, and this figure is steadily growing—in the early 2000s that means around 1.5 billion people.“
- ↑ Ryan 2013, Table 1.
- ↑ Office for National Statistics 2013, Key Points.
- ↑ National Records of Scotland 2013.
- ↑ Northern Ireland Statistics and Research Agency 2012, Table KS207NI: Main Language.
- ↑ Statistics Canada 2014.
- ↑ Australian Bureau of Statistics 2013.
- ↑ Statistics New Zealand 2014.
- ↑ Statistics South Africa 2012, Table 2.5 Population by first language spoken and province (number).
- ↑ Crystal 2004b.
- ↑ Nancy Morris (1995). Puerto Rico: Culture, Politics, and Identity. Praeger/Greenwood, გვ. 62. ISBN 0-275-95228-2.
- ↑ U.S. English, Inc. U.S. English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 21 April 2010.
- ↑ U.S. English Chairman Applauds West Virginia Bill to Declare English the States Official Language. U.S. English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 23 March 2016.
- ↑ 18.0 18.1 David Graddol. (1997)The Future of English? (PDF). The British Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 15 April 2007.
- ↑ Crystal, David (2003a). English as a Global Language, 2nd, Cambridge University Press, გვ. 69. ISBN 978-0-521-53032-3. ციტირების თარიღი: 4 February 2015. Northrup, David (20 March 2013). How English Became the Global Language. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-30306-6. ციტირების თარიღი: 25 March 2015.
- ↑ ICAO Promotes Aviation Safety by Endorsing English Language Testing. International Civil Aviation Organization (13 October 2011).
- ↑ IMO Standard Marine Communication Phrases. International Maritime Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2003. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2016.
- ↑ EUROPEANS AND THEIR LANGUAGES
- ↑ Northrup 2013.
- ↑ David Crystal (2000) Language Death, Preface; viii, Cambridge University Press, Cambridge
- ↑ Jambor, Paul Z. (April 2007). „English Language Imperialism: Points of View“. Journal of English as an International Language. 2: 103–123.