ფრანკოფონები
ფრანკოფონები (ლათ. francus „ფრანკული, ფრანგული“ და ძვ. ბერძნ. φωνή „ხმა“) ფართე გაგებით — პლანეტის ფრანგულენოვანი მოსახლეობა, ანუ, ისეთი ქვეყნების მოსახლეობა, როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, კონგოს რესპუბლიკა, მადაგასკარი, კანადა, ჰაიტი და ბევრი სხვა, რომლებიც შედიან ეგრეთ წოდებულ ფრანგულენოვან ქვეყნებში, რაც ოთხსაუკუნებრივი ფრანგული კოლონიზაციის შედეგია.
კანადური კონტექსტი
რედაქტირებაუფრო ვიწრო კონტექსტში კანადური საზოგადოება გამოიყენება, როგორც დემოგრაფიული ტერმინი ქვეყნის ფრანგულენოვანი მოსახლეობის აღსანიშნავად, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 23,7 %-ს (2001 წლის აღწერა) ინგლისურენოვანი (ანგლოფონები, 59,2 %) ან სხვაენოვანი (ალოფონები, 17,1 %) მოსახლეობის საწინააღმდეგოდ.
ყველაზე უფრო ხშირად ტერმინი გამოიყენება სტატისტიკაში და პუბლიცისტიკაში კანადის პროვინცია კვებეკის მოსახლეობის (კვებეკელები) და ნიუ-ბრანსუიკის პროვინციის ფრანგულენოვანი მოსახლეობის (ფრანკოაკადიელები) მიმართ, მათი რთული დემოლინგვისტური ისტორიით. ამ პროვინციებში ფრანგული ენა ატარებს ოფიციალურ სტატუსს (ნიუ-ბრანსუიკში — ინგლისურთან ერთად). მათთან ერთად, ფრანგულენოვანი უმცირესობა ცხოვრობს კანადის სხვა პროვინციებშიც, მათგან ყველაზე მეტ თემს წარმოადგენენ ფრანკოონტარიელები.
კვებეკი
რედაქტირებაბელგია
რედაქტირებატერმინი ფრანკოფონები ასევე გამოიყენება ბელგიის ფედერალურ სამეფოში ვალონების და ბრიუსელელების გასაერთიანებლად, რომლებისათვისაც დღეისათვის მშობლიურ ენას წარმოადგენს ფრანგული ენა. მათ გარდა ქვეყანაში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ აღმოსავლეთის კანტონების გერმანელები და კიდევ უფრო განსაკუთრებით მეტი ნიდერლანდოფონები (ფლამანდიელები).
ფრანგული ენა მსოფლიოში
რედაქტირებატერმინი ფართედ გამოიყენება კანადის ორივე ოფიციალურ ენებში და განსაკუთრებით უფრო ხშირად ფრანგულ ენაში მთელ მსოფლიოში.