ალოფონები
ალოფონები (ძვ. ბერძნ. ἄλλος „სხვა, სხვანაირი“ და φωνή „ხმა“) — ფართე გაგებით რომელიმე ქვეყნის მოსახლეობა, რომლისთვისაც მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშობლიურ ენად ითვლება არასახელმწიფოებრივი (არაოფიციალური) ენა. როგორც წესი, მოსახლეობის ასეთი ჯგუფები ყალიბდება უახლოესი მასობრივი იმიგრაციის დროს ქვეყანაში.
კანადური კონტექსტი
რედაქტირებაკანადური საზოგადოების უფრო ვიწრო კონტექსტში მოიხმარება, როგორც დემოგრაფიული ტერმინი ქვეყნის იმ მაცხოვრებლების აღსანიშნავად (რომლებიც 2001 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენდნენ მოსახლეობის 17,1 %-ს), რომლებისთვისაც არც ინგლისური და არც ფრანგული ენა არ არის მშობლიური (ეს ორი ენა ოფიციალურია კანადაში). ტერმინი გამოიყენება ინგლისურ ენაზე (ანგლოფონები) (59,2 %) და ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე (ფრანკოფონები) — 23,7 % მოლაპარაკე ჯგუფების საწინააღმდეგოდ. ტერმინი ფართედ გამოიყენება კანადის ორივე ოფიციალურ ენაში, განსაკუთრებით ფრანგულში, ასევე მთელ მსოფლიოში (მაგალითად, „hollandophone“, „lusophone“ და ა. შ).
ასიმილაცია
რედაქტირებადროთა განმავლობაში კანადის ალოფონების დიდი ნაწილი გადადის ქვეყნის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ზოგიერთ შემთხვევაში ორივეზე). ოფიციალურად ფრანგულენოვანი კვებეკის პროვინციის ფარგლებს გარეთ ალოფონების 97,0 %-მდე დროთა განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის ინგლისურ ენაზე. ესენია ეგრეთ წოდებული ანგლოტროპები, ანუ ალოფონები, რომლებიც უპირატესობას აძლევენ ინგლისურ ენას. მათ როგორც წესი მიეკუთვნება აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებიდან ჩამოსულები (ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები).
იშვიათ გამონაკლისს (3,0 %) შეადგენენ ზოგიერთი უახლოეს პერიოდში ჩამოსული აფრიკული, ფრანკო-ანტილური და ლათინოამერიკული წარმოშობის ალოფონები ორენოვან ქალაქებში — ონტარიოს პროვინციის ოტავაში და ნიუ-ბრანსუიკის პროვინციის მონქტონში, ანუ იქ, სადაც არსებობენ ფრანგულენოვანი უნივერსიტეტები. თვითონ კვებეკის პროვინციაში, სადაც ერთადერთი ოფიციალური ენა 1977 წლიდან არის ფრანგული, ალოფონების ენობრივი პრეფერენცია უფრო მრავალფეროვანია; ისინი თანდათანობით იხრებიან ფრანგული ენისკენ. თუ 1970-იანი წლების დასაწყისში ფრანკოტროპები შეადგენდნენ ალოფონების მხოლოდ დაახლოებით 20 %-ს, ხოლო ანგლოტროპების წილი აღწევდა 80 %-ს, 2006 წლის აღწერის მონაცემებით, ახალი ემიგრანტების 75 %-მდე ირჩევს ფრანგულ ენაზე გადასვლას, ხოლო ინგლისურს უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 25 % და ეს წილი კიდევ უფრო ეცემა.[1] ასეთი ცვლილება კარგად აიხსნება უნიკალური კვებეკ-კანადის საიმიგრაციო შეთანხმებით, რომელიც პროვინციამ დადო ფედერალურ მთავრობასთან 1991 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებამსოფლიო დემოგრაფიაში, ისტორიოგრაფიაში და ეთნოგრაფიაში ასევე არსებობს ამ ტერმინის ანალოგიური ტერმინები:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კანადის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ოფიციალური გვერდი (ინგლისურ და ფრანგულ ენებზე)