მოსკიტების სანაპირო
კარიბის მოსკიტების სანაპირო მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე დღევანდელ ნიკარაგუაში. მას სახელი დაერქვა მოსკიტების ხალხის გამო და დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო. მოსკიტების სანაპირო ნიკარაგუას შეუერთდა 1894 წელს. თუმცა 1960 წელს მისი ჩრდილოეთი ნაწილი გადაეცა ჰონდურასს საერთაშორისო სასამართლოს ძალით.
ისტორია
რედაქტირებადროთა განმავლობაში მოსკიტების სანაპიროს სახელი განზოგადდა და იგი ნიკარაგუის მთელს აღმოსავლეთ სანაპიროსაც კი მოიცავს. უფრო ზუსტად კი მოსკიტების სანაპირო არის ვიწრო ზოლი ხმელეთისა, რომელიც შემოსაზღვრულია კარიბის ზღვით. იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კვეთს ხმელეთს 60 კმ-ით, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი 360 კმ-ით. მას ჩრდილოეთიდან საზღვრავს მდინარე უაუა. დასავლეთიდან კი ნიკარაგუის მთიანეთი. სამხრეთით კი ბოლოვდება რიო რამათი. მნიშვნელოვანი ქალაქებია ბლუეფილდსი (ყველაზე დიდი ქალაქი), მაგდალა, პრინსაპოლკა.
მოსკიტების სანაპიროს ძირითადი მაცხოვრებლები არიან მოსკიტები. ქინქლების სახელი (Mosquito-ქინქლა) ევროპელმა ახალმოსახლეებმა დაარქვეს ინდურ ტომებს. მოსკიტები არიან ტანდაბლები და შავკანიანები.
პირველი ევროპული ახალშენი მოსკიტების ქვეყანაში 1630 წლიდან ჩნდება, როდესაც ჩამოდიან ინგლისური ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციის დამფუძვნებელი იყო უარუიკის ჰერცოგი, ხოლო - ხაზინადარი ჯონ რიმი. მათ დაიკავეს ორი მეჩეჩი და დაამყარეს მეგობრული ურთიერთობა ადგილობრივ მკვიდრებთან.
1655-1860 წლებში ბრიტანეთმა პროტექტორატი დაამყარა მოსკიტოს ინდიელებზე. თუმცა ამ პროტექტორატს და ბრიტანეთის სურვილს კოლონია დაემყარებინა კარიბის ზღვის სანაპიროზე, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ესპანეთის, შეერთებული შტატებისა და ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების მხრიდან. აშშ-ის წინააღმდეგობა გამოწვეული იყო იმით, რომ მას ეშინოდა ბრიტანეთს არ მოეპოვებინა უპირატესობა საოკეანეთშორისო არხის მშენებლობის საკითხში. 1848 წელს მოსკიტების მიერ გრეითაუნის (შემდგომ სან ხუან დელ ნორტე) დაუფლებამ ბრიტანეთის მხარდაჭერით დიდი მღელვარება გამოიწვია აშშ-ში, იმდენად დიდი, რომ ომის საშიშროებაც კი გაზარდა. 1854 წელს ამერიკულმა ხომალდმა USS Cyane-მა დაბომბა გრეითაუნი იმ ძალადობის გამო, რომელიც მიიღეს სოლონ ბორლანდმა და აშშ-ის სხვა მოქალაქეებმა. ყველაფერს მოევლო 1850 წელს დადებული კლეიტონ=ბულუერის შეთანხმებით. როდესაც მხარეები შეთანხმდნენ არ გაემაგრებინათ საბრძოლოდ კოლონიები და სამფლობელოები ცენტრალურ ამერიკაში. 1859 წლის ნოემბერში კი ბრიტანეთმა პროტექტორატო ჰონდურასს გადასცა.
ეს გახდა მიზეზი ინდიელთა აჯანყებისა. დაპირისპირება დასრულდა 1860 წლის 28 იანვარს მანაგუაში დადებული ხელშეკრულებით. მოსკიტების სანაპირო კაბო გრასიას ა დიოსისან გრეითაუნამდე გადაეცა ნიკარაგუას, მხოლოდ ავტონომიის სტატუსი უნდა ჰქონოდა. ადგილობრივი ბელადი დასთანხმდა ამ ცვლილებას თუ მისი ხელისუფლება შენარჩუნდებოდა და ყოველწლიურად ნიკარაგუისგან მიიღებდა £1, 000 1870 წლამდე. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ 1864 წლიდან ნიკარაგუამ არ სცნო მისი მემკვისრე.
ავტონომიის მმართველად აღარ აურჩევიათ ახალი ბელადი. ბლუეფილდში შეკრიბა ადმინისტრაციული საბჭო. ინდიელებმა უარყვეს ნიკარაგუის სუზერენობა და მოითხოვდნენ შერჩენოდა მათ ავტონომია საშინაო საკითხების გადაწყვეტაში. ინდიელებმა მიმართეს ავსტრიის იმპერიის სამედიატორო სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით (გამოქვეყნდა 1880 წელს) ნიკარაგუის სუზერენობა იზღუდებოდა ინდიელების ავტონომიითა და თვითმმართველობით.
როცა 1894 წელს რიგობერტო კაბესასი წარუძღვა კამპანიას მოსკიტების სანაპიროს შემოსაერთებლად, ინდიელებმა მედგარი წინააღმდეგობით გააპროტესტეს და დაიმუქრნენ- საშველად მიმართავდნენ ბრიტანეთს უკეთესი წინააღმდეგობის გასაწევად. ვითარება დაიძაბა და აშშ-მა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად 6 ივლისიდან 7 აგვისტომდე ბლუეფილდის ოკუპაცია მოახდინა. 14 წლიანი ავტონომიის შემდეგ 1894 წლის 20 ნოემბერს ნიკარაგუის პრეზიდენტ ხოსე სანტოს სელაიას მეთაურობით მოსკიტების ავტონომია გაუქმდა და იგი ნიკარაგუას უშუალოდ შეუერთდა. სანაპიროს ყოფილ ტერიტორიაზე 1980-იან წლამდე არსებობდა სელაიას დეპარტამენტი. 1983 წელს სელაიას დეპარტამენტი გაუქმდა მის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი ავტონომია : სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი და ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი.
მოსკიტების სანაპიროს დროშა პირველად შეიქმნა 1834 წელს. მეორე დროშა ლი 1860 წელს შეიქმნა, როდესაც ნიკარაგუის დროშამ შეცვალა კავშირის დროშა.
1847 წელს მორავიული ეკლესიის მისიონერები ჰერნჰუთიდან, საქსონიიდან ცამოდიან და იწყებენ ქადაგებას., მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის მოსკიტებისა და კრეოლესის უმეტესობა გაექრისტიანებინათ.
მაცხოვრებლები
რედაქტირებანიკარაგუის ტერიტორიაზე, მოსკიტების სანაპიროზე განთავსებულია 118,000 მოსახლე. მათ შორის 57% არის მოსკიტო, 22%-კრეოლები, 15%-ლადინოსები, 4%-სუმუ, 1%-გარიფუნა, 0.5%-ჩინელები, 0.5%-რამა.
მოსკიტო | კრეოლები | ლადინოსები | სუმუ | გარიფუნა | ჩინელები | რამა |
---|---|---|---|---|---|---|
57% | 22% | 15% | 4% | 1% | .5% | .5% |