Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანაგუა (მრავალმნიშვნელოვანი).

მანაგუანიკარაგუის დედაქალაქი და ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ნიკარაგუის უდიდესი ქალაქი მდებარეობს ტბა მანაგუას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. დედაქალაქად გამოცხადდა 1852 წელს. მანამდე ნიკარაგუის დედაქალაქი იყო ჯერ გრანადა, შემდეგ ლეონი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1 680 100 ადამიანს, ძირითადი რაოდენობა მეტისები და თეთრკანიანები არიან.

დედაქალაქი
მანაგუა
Leal Villa de Santiago de Managua
Managua.jpg
დროშა გერბი
Flag of Managua.svg Escudo de Managua.svg

ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
დაქვემდებარება მანაგუას დეპარტამენტი
კოორდინატები 12°09′00″ ჩ. გ. 86°16′00″ დ. გ. / 12.15000° ჩ. გ. 86.26667° დ. გ. / 12.15000; -86.26667
მმართველი დაისი ტორესი
დაარსდა 1819
ფართობი 544 000 000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 83±1 მეტრი
მოსახლეობა 1,680,100 კაცი
სიმჭიდროვე 2,537 კმ2 კაცი/კმ²
აგლომერაცია 544 კმ2
სასაათო სარტყელი UTC−6
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 10000–14338[1]
ოფიციალური საიტი http://www.managua.gob.ni
მანაგუა — ნიკარაგუა
მანაგუა

პირველი დასახლება ამ ადგილას დაარსდა 1819 წელს სახელწოდებით ლეალ-ვილა-დე-სანტიაგო-დე-მანაგუა და თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი იყო. მანაგუას დედაქალაქად გადაქცევისთვის ზრუნვა დაიწყეს 1824 წლიდან, როდესაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებმა ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლება დაიწყეს. მანაგუა მდებარეობდა ძველ დედაქალაქებს - ლეონსა და გრანადას შორის, ამიტომაც იყო ყველაზე კომპრომისული და ხელსაყრელი ვარიანტი.

ქალაქი გამხდარა არაერთი პოლიტიკური აღმასვლისა და დაცემის მოწმე ნიკარაგუის ისტორიაში. იგი გაანადგურა ორმა მიწისძვრამ მე-20 საუკუნის განმავლობაში. ამჟამად მანაგუა ნიკარაგუის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.

2007 წელს, წარმატებული წიგნიერების კამპანიის შემდეგ, მანაგუა გამოცხადდა პირველ დედაქალაქად ცენტრალურ ამერიკაში, რომელმაც თავი დააღწია უწიგნურობას.

სახელწოდებარედაქტირება

სახელი „მანაგუა“ მომდინარეობს ადგილობრივი ნაუატური სიტყვიდან, რაც ნიშნავს „წყლით შემოსაზღვრული“ ან „წყალთან ახლოს“. ქალაქი მდებარეობს იმ ადგილას სადაც ცხოვრობდა ენდოგენური მოსახლეობა ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე.

ისტორიარედაქტირება

 
6 000 წლის წინანდელი ადამიანის ფეხის ნაკვალევი გაციებულ ლავაზე, მანაგუა, ნიკარაგუა.

ნიკარაგუა დასახლებული იყო პალეოინდიელებით 6 000 წლის წინ. ეს დასტურდება აკაუალინკას ფეხის ანაბეჭდებით, რომლებიც აღმოჩნდა მანაგუას ტბასთან.

1858 წელს, როდესაც გრანადა დაარბიეს უილიამ უოლკერის წინამძღოლობით აშშ-ს დაქირავებულმა ჯარმა დედაქალქად გამოაცხადეს მანაგუა. 1852-1930 წლებში მანაგუა განიცდის ურბანიზაციას. ვითარდება ინფრასტრუქტურა და მომსახურება, ამ პერიოდში ქალაქში თავსდება მთავრობა. ქალაქის განვითარებაზე ცუდი გავლენა მოახდინა 1876 და 1885 წლებში მომხდარმა წყალდიდობებმა. სტიქიური უბედურებები მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა. 1931 წელს მიწისძვარამ დააზარალა მანაგუის ნახევარზე მეტი. დიქტატორ ანასტასიო სომოსა გარსიასა და მისი ოჯახის მმართველობის დროს (1936-1979 წლები) ქალაქი კვლავ ვითარდებოდა. აშენდა მთავრობის სახლები, ვითარდებოდა წარმოება, დაარსდა უნივერსიტეტები, მანაგუა გადაიქცა ცენტრალური ამერიკის ყველაზე განვითარებულ ქალაქად. მოგვიანებით 1972 წლის 23 დეკემბერს ქალაქს მეორე მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც დაანგრია მანაგუის 90% პროცენტი და 19 120 ადამიანი იმსხვერპლა. ქალაქი მოწესრიგდა, მაგრამ ძველი დიდება მაინც ვერ დაიბრუნა. მიწისძვრით უსახლკაროდ დარჩენილები, იძულებული გახდნენ ქალაქის შემოგარენში მოეძებნათ თავშესაფარი. ქალაქის საქმიანი ნაწილი დარჩა აღუდგენელი შემდგომი ოცი წლის განმავლობაში. 1979 წლის სამოქალაქო ომმა, რომელმაც ბოლო მოუღო სომოსას ოჯახის ბატონობას, მანაგუის ეკონომიკა კიდევ უფრო დააუძლურა. ამას დაერთო თერთმეტწლიანი კონტრ-ომი. ეკონომიკა კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩავარდა 1998 წლის ქარიშხალ მიჩისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გამო. 1990 წელს თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დემოკრატიულმა ოპოზიციამ სერიოზულად მიჰყო ხელი მანაგუის აღდგენას. ასევე აღდგა სამთავრობო შენობები, მუზეუმები, გალერეები, მონუმენტები, რესტორნები.

განათლებარედაქტირება

მანაგუა ეროვნული განათლების ცენტრია, აქ ქვეყნის უმეტესი პრესტიჟული უნივერსიტეტი და უმაღლესი სასწავლებელი მდებარეობს. 2007 წელს, წარმატებული წიგნიერების კამპანიის შემდეგ, მანაგუას მერისა და გაზეთ „Sandistica“ მიერ გამოცხადდა, რომ ცენტრალურ ამერიკაში მანაგუა პირველი დედაქალაქია, რომელიც აღარ ითვლება განათლების მხრივ დაბალი დონის ქალაქად.[2] ნიკარაგუის უმაღლესი განათლების სისტემა მოიცავს 48 უნივერსიტეტსა და 113 კოლეჯს, პროფესიულ და ტექნიკურ ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება სტუდენტებს და უზრუნველყოფს მათ მრავალი ტიპის ფაკულტეტით.[3] 2005 წელს ნიკარაგუელთა თითქმის 400 000-ს (7%-ს) ჰქონდა უნივერსიტეტის ხარისხი.[4]

გეოგრაფიარედაქტირება

 
ხედი ტიპიტაპიდან.

მანაგუა მდებარეობს მანაგუის ტბის სამხრეთ ნაპირზე. მანაგუის ტბაში ბინადრობენ იმავე ჯიშის თევზები, რაც ნიკარაგუის ტბაში, გარდა მტკნარი წყლის ზვიგენისა. მანაგუის ტბა 1927 წლიდან ბინძურდებოდა და ამასთან წამლავდა მიმდებარე გარემოს. მხოლოდ 2009 წელს გერმანული მთავრობის დაფინანსებით დაირგა დაბინძურებული წყლის გამწმენდი მცენარეები.

კლიმატირედაქტირება

მანაგუას, ისევე, როგორც დასავლეთ ნიკარაგუაში მდებარე დასახლებებს, სიერას გარდა, ახასიათებს ტროპიკული კლიმატი. მუდმივი საშუალო ტემპერატურა 28-32 °C -მდე მერყეობს. დეკემბერი და იანვარი ყველაზე ცივი თვეებია.

წლიური ამინდი — მანაგუა, ნიკარაგუა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 31 (88) 32 (90) 33 (91) 33 (91) 33 (91) 31 (88) 30 (86) 31 (88) 30 (86) 30 (86) 31 (88) 30 (86) 31 (88)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 21 (70) 21 (70) 22 (72) 23 (73) 24 (75) 23 (73) 23 (73) 23 (73) 23 (73) 22 (72) 22 (72) 21 (70) 22 (72)
ნალექი მმ (დუიმი) 1.0 (0) 0.0 (0) 7.0 (0.3) 14.0 (0.6) 309.0 (12.2) 313.0 (12.3) 193.0 (7.6) 271.0 (10.7) 404.0 (15.9) 330.0 (13) 63.0 (2.5) 84.0 (3.3) 1 989 (78,3)
წყარო: Weatherbase;[5] Nov 2009

ტრანსპორტირედაქტირება

 
მანაგუა, რუზველტის გამზირზე.

ტრანსპორტის თვალსაზრისით, მანაგუა არის ნიკარაგუას ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი. ნიკარაგუის ყველა მთავარი გზა მანგუამდე მიდის და ამისათვის განკუთვნილია კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არსებობს ოთხი მთავარი მაგისტრალი, რომლებიც მანგაუაში მიდის. პანამერიკული მაგისტრალი შემოდის ქალაქიდან ჩრდილოეთიდან, რომელიც მანაგუას აკავშირებს ნიკარაგუის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებთან. ამ მაგისტრალს ჩვეულებრივ უწოდებენ ჩრდილოეთის გზატკეცილს. ოთხივე მაგისტრალი კარგ მდგომარეობაშია. გზებზე შეინიშნება მცირედ გადატვირთული მოძრაობა. მაგისტრალებზე ინფრასტრუქტურა კარგად არის მოწყობილი, ისვევე, როგორც მიმდებარე ქალაქებში.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მკვეთრად გაფართოვდა ბოლო წლებში. გზის მშენებლობა საპორტო ქალაქიდან, ელ-რამადან პერლის ლაგუნამდე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კარიბის ზღვის სანაპიროზე, დასრულდა 2007 წელს.[6] ელ-რამა მანაგუასთან გზატკეცილით არის დაკავშირებული. გზით ასევე არის დაკავშირებული მანაგუა და პუერტო-კაბეზა, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთ კარიბის ზღვის სანაპიროს რეგიონში.[7] ძირითადად, თვითმფრინავით მგზავრობა უფრო ხელსაყრელია და მოსახერხებელია, ვიდრე ამ გზებით მგზავრობა, ცუდი პირობების გამო, განსაკუთრებით წვიმების პერიოდში. შიდა ფრენები ხორციელდება საერთაშორისო აეროპორტიდან.

კულტურარედაქტირება

 
მის ნიკარაგუა 2007 ქსიომარა ბლანდინო.

მანაგუა ნიკარაგუის კულტურული დედაქალაქია, აქ მდებარეობს გამორჩეული რესტორნები, თეატრი, მუზეუმი და რამდენიმე სავაჭრო ცენტრი.[8] ქალაქი ასევე არის ემიგრანტების სახლი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულნი, მათ შორის ტაივანიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, პალესტინასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, მაგრამ ეს ჩამონათვალი მთლიანის მხოლოდ ნაწილია.

გასტრონომიარედაქტირება

ემიგრანტთა და ტურისტთა გავლენის გამო, მანაგუაში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბერვრი სახის საკვებია. ყველაზე გავრცელებული საკვები არის ბრინჯი, ლობიო, კომბოსტო და ყველის სხვადასხვა სახეობა. არსებობს ყველის დამზადების ადგილობრივი ტრადიციები.

მანაგუა სარგებლობს საერთაშორისო სამზარეულოს ფართო სპექტრით, მათ შორის იტალიურით, ესპანურითა და ფრანგულით, აქ არის ევროპული და აზიის მრავალი ქვეყნის რესტორანი (სამხრეთ კორეული, ჩინური და ტაივანური). დედაქალაქში ასევე ხშირად ვხვდებით ისეთ ამერიკულ კვების ობიექტებს, როგორებიცაა: „Burger King“, „Pizza Hut“, „McDonald's“, „Papa John's“ და „Subway“, რომლებიც აქ დაარსდნენ 90-იანი წლებიდან. ადგილობრივი და რეგიონალური სწრაფი კვების ქსელებიც არსებობს, მაგალითად: „Tip-Top“, „Rostipollo“ და „Pollo Campero“.

სტეიკის მომზადება ადგილობრივი სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი მხარეა. საკვებს ხშირად ახლავს სპეციალური სოუსი, რომელიც ცნობილია როგორც ჩიიმჩური, რომელიც შედგება ზეთის, ნივრისა და მწვანილისგან. ქვეყნის მასშტაბით მრავალი ცნობილი სტეიკის რესტორანი არსებობს, მათ შორისაა „Los Ranchos“-ი.[9] აქ ასევე არის არგენტინული, ბრაზილიური, გერმანული, ინდური, იაპონური, მექსიკური, რა თქმა უნდა ნიკარაგუული და სხვა მრავალი ქვეყნის სამზარეულო.

ფესტივალებირედაქტირება

მანაგუას ყველაზე ცნობილი ფესტივალია მისი მფარველი სანტო დომინგო დე გუზმანის დღე.[10] ის იწყება 1 აგვისტოს, დილით, მასში უამრავი ადამიანი მონაწილეობს. ათასობით ადამიანი ესწრება ამ ღონისძიებას, რაც გულისხმობს ცეკვას, ჭამას, დალევასა და მუსიკალურ მსვლელობას. აღლუმის დროს ბევრი ადამიანი ატარებს სპეციალურ ტანისამოსს, იხატავს სხეულს ან იკეთებს ნიღაბს.

მუზეუმები და ბიბლიოთეკებირედაქტირება

ეროვნული ბიბლიოთეკა ინახავს საკმაოდ ბერვ წიგნს და იძლევა უამრავ ბიბლიოგრაფიულ ინფორმაციას ნიკარაგუას აღმოჩენისა და დამოუკიდებლობის შესახებ. კულტურის ეროვნულ სასახლეს აქვს დამოუკიდებლობა ნიკარაგუული ხელოვნების ნიმუშები. კულტურის ეროვნული სასახლის შიგნით არის ეროვნული მუზეუმი, რომელიც მოიცავს პრეკოლუმბური ჭურჭლის, ქანდაკებებისა და სხვა არქეოლოგიურ აღმოჩენებს.

მანაგუაში არის ხელოვნების გალერეების მთელი რიგი, სადაც წარმოდგენილია ნაციონალური და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრები.[10]

გასართობირედაქტირება

ქალაქში არის მრავალი ბარი, ღამის კლუბი, კაზინო, თეატრი და კინოთეატრი. დასავლურ ფასებთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელები, თეატრებისა და კინოს ბილეთები შედარებით იაფია.[11] დიდ სავაჭრო ცენტრებში არის კინოთეატრები, სადაც აჩვენებენ, როგორც ინგლისურ, ისე ესპანურენოვანი ფილმების. მანაგუაში არსებული საელჩოები ასევე აფინანსებენ კინოფესტივალებს. 90-იანი წლების ბოლოდან და 2000-იანი წლების დასაწყისიდან ბევრი კაზინო და კარაოკე ბარი გაიხსნა და პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოლახლეობასა და უცხოელ ვიზიტორებში. პოპულარულ მუსიკად ითვლება ლათინური მუსიკა, ასევე ამერიკული პოპი და როკი. სალსას ცეკვა ეროვნულ დონეზეა. ღამის კლუბები და ბარები მრავლადაა მანაგუაში, განსაკუთრებით, პოპულარულ ადგილებში.

გარდა ამ საქმიანობისა, მანაგუაში ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების ფართო არჩევანია.[11] მყიდველებს შეუძლიათ იპოვონ ყველაფერი ავეჯიდან, ეროვნული ხელოვნებისა და ხელნაკეთობებიდან დაწყებული ხილით, ბოსტნეულითა და ტანსაცმლით დამთავრებული. „Pali“, „La Union“ და „La Colonia“ ადგილობრივი სუპერმარკეტებია, რომლებიც ქალაქის რამდენიმე რაიონში არიან განთავსებულნი და ადგილობრივ და იმპორტირებულ საქონელს ყიდიან.

კრიმინალირედაქტირება

კრიმინალური ბანდებირედაქტირება

ქალაქ მანაგუასა და ზოგადად ნიკარაგუას არ აქვს სერიოზული ბანდების პრობლემები, მის ზოგიერთ მეზობელთან შედარებით.[12][13][14] ბანდის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 4 500-ით იყო შეფასებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია მის ჩრდილოელ მეზობლებთან შედარებით, ბელიზის გარდა.[15] 1991 წელს მანაგუაში 110 ბანდა იყო, 2001 წელს ჯგუფების რაოდენობა შემცირდა 96 ბანდამდე, და სულ მოიცავდა 1 725 წევრს. 2005 წლის ბოლოს მანაგუაში ჯგუფების და წევრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და დავიდა 34 ბანდაზე და 706 წევრზე, ამ პერიოდში ქალაქში არსებული ბანდები მთლიანი ქვეყნის ბანდების 38%-ს შეადგენდნენ, ხოლო ჯგუფის წევრები 32%-ს.[16]

გალერეარედაქტირება

ქალაქ მანაგუას პანორამა

დაძმობილებული ქალაქებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://www.geopostcodes.com/Managua_Managua
  2. Peña, Mariana. „Managua está libre de analfabetismo“. La Voz del Sandinismo. ციტირების თარიღი: 2008-02-23.
  3. „Human Capital: Educationand Training“. ProNicaragua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-08-01.
  4. „Central American Countries of the Future 2005/2006“. 2005-08-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-08-01.
  5. [http:// www.weatherbase.com/ (ინგლისური) Weather Information for Managua]. ციტირების თარიღი: Nov 27 2009.
  6. Schmidt K.M. and D.B.Kramer. 2010. Road development and market access on Nicaragua's Caribbean coast: implications for household fishing and farming practices. Environmental Conservation. 36(4):289–300.
  7. Salgado, J. 2011. Carretera unirá a Bluefields con Nueva Guinea. El Nuevo Diario. 11/05/2011
  8. „Managua: Attractions in Managua“. ViaNica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-22. ციტირების თარიღი: 2007-08-19.
  9. „General Information: Restaurants“. Centralamerica.com. ციტირების თარიღი: 2007-08-19.
  10. 10.0 10.1 „Sobre Managua: Cultura y Turismo [Fiestas Patronales de Managua]“ (Spanish). Alcaldía De Managua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 2007-09-27.
  11. 11.0 11.1 „Managua“. ViaNica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-22. ციტირების თარიღი: 2007-08-19.
  12. „Central America takes harder line against gangs“. The Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  13. „Drugs & Crime; Gang Profile: Mara Salvatrucha“ (PDF). U.S. Department of JJustice. ციტირების თარიღი: 2007-12-30.
  14. „Mara Salvatrucha: MS 13“ (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2008-02-16. ციტირების თარიღი: 2007-12-30.
  15. Ribando, Clare M. „Gangs in Central America“ (PDF). Congressional Research Service. ციტირების თარიღი: 2007-08-30.
  16. „The case of Managua's District V: Disinformation, prudence or something else?“. Revista Envío. Central American University – UCA. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  17. Madrid city council webpage Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid.