იორდანია
იორდანია (არაბ. الأردن, ალ-ურდუნი), ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (არაბ. المملكة الأردنية الهاشمية) — არაბული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სირია, ჩრდილო-აღმოსავლეთით ერაყი, სამხრეთით და აღმოსავლეთით საუდის არაბეთი, ხოლო დასავლეთით ისრაელი და პალესტინა. იორდანია ისრაელს და პალესტინას ესაზღვრება მკვდარი ზღვის სანაპიროთი, ხოლო აკაბის ყურით ისრაელს, ეგვიპტეს და საუდის არაბეთს.
იორდანიის ჰაშიმიდური სამეფო المملكة الأردنية الهاشمية იორდანია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: عاش المليك |
||||||
![]() |
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ამანი 31°57′ ჩ. გ. 35°56′ ა. გ. / 31.950° ჩ. გ. 35.933° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | აბდულა II | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 89 342 კმ2 (112-ე) | ||||
- | წყალი (%) | ~0.01 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2007 შეფასებით | 5 924 000 (110-ე) | ||||
- | 2004 აღწერა | 5 100 981 | ||||
- | სიმჭიდროვე | 64 კაცი/კმ2 (131-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $27.96 მილიარდი (97-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $ 4,825 (103-ე) | ||||
აგი (2007) | 0.773 (საშუალო) (86-ე) | |||||
ვალუტა | იორდანული დინარი (JOD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | JOR | |||||
Internet TLD | .jo | |||||
სატელეფონო კოდი | 962 |
ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო. ტერიტორიის 99 % უდაბნოებს და ნახევარუდაბნოებს უკავია. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - პეტრა.
სახელმწიფო მოწყობა რედაქტირება
იორდანია — კონსტიტუციური მონარქია, რაც გამყარებულია კონსტიტუციით, რომელიც მიიღეს 1952 წლის 8 იანვარს. მართვის სადავეები ხელთ უპყრია მეფეს და მის მინისტრთა საბჭოს. მეფე იღებს კანონებს, მისი დაბლოკვა შესაძლებელია მხოლოდ ნაციონალური ასამბლეის ზედა და ქვედა პალატის წევრთა 2/3 ხმების რაოდენობის მოგროვებით.
კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიურ, სამოქალაქო და სპეციალურ სასამართლოს. ქვეყანა დაყოფილია 12 მუჰაფაზად.
მუხაფაზა | მუხაფაზა (ინგ.) | ცენტრი | ფართობი, კვ. კმ | მოსახლეობა (2004) |
---|---|---|---|---|
აჯლუნი | Ajlun | აჯლუნი | 412 | 118 496 |
აკაბა | Aqaba | აკაბა | 6583 | 101 736 |
ამანი | Amman | ამანი | 8231 | 1 939 405 |
ჯარაში | Jerash | ჯარაში | 402 | 153 650 |
ირბიდი | Irbid | ირბიდი | 1621 | 925 736 |
მაანი | Ma’an | მაანი | 33 163 | 92 672 |
მადაბა | Madaba | მადაბა | 2008 | 129 792 |
ეზ-ზარკა | Zarqa | ეზ-ზარკა | 4080 | 774 569 |
ელ-ბალკა | Balqa | ეს-სალტი | 1076 | 344 985 |
ელ-კარაკი | Kerak | ელ-კარაკი | 3217 | 204 135 |
ელ-მაფრაკი | Mafraq | ელ-მაფრაკი | 26 435 | 240 515 |
ეტ-ტაფილა | Tafilah | ეტ-ტაფილა | 2114 | 75 290 |
დემოგრაფია რედაქტირება
იორდანიის მოსახლეობა 5,9 მილიონი ადამიანია. მოსახლეობის 95 % - არაბია. იორდანელი არაბები მოსახლეობის 35 % შეადგენენ, 55 % — პალესტინელები[1], რომლებიც აქ ისრაელ-არაბეთის ომის შემდგომ გადმოსახლდნენ 1948 და 1967 წლებში. სხვა ეთნიკური წარმომადგენლები: ადიღელები, ჩეჩნები, სომხები და ქურთები.
2003 წელს ერაყთან ომის შემდგომ ქვეყანაში ბევრი ერაყელი დასახლდა. მათი რაოდენობა იორდანიაში 150 - 300 ათ. აღწევს.[2]
დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ათასი მუშა იყოფება, მათი უმრავლესობა ეგვიპტელები არიან (227 000), დანარჩენები ძირითადად არიან ბანგლადეშიდან, ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, შრი-ლანკიდან და ინდოეთიდან.
ენა რედაქტირება
ოფიციალური ენაა — არაბული, ბიზნესში და სამთავრობო სტრუქტურებში ასევე გავრცელებულია ინგლისური ენა. არაბული და ინგლისური არის აუცილებელი ენები, რომლებიც სკოლებში ისწავლება. ასევე არის ფრანგული ენაც. ქვეყანაში რადიო გადაიცემა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
რელიგია რედაქტირება
მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევრები არიან. ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 6 %-ს შეადგენენ, პარლამენტში კი ადგილების 20 % უკავიათ. ძირითადში ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობა მართლმადიდებლები არიან. ნაწილი კი კათოლიკები არიან.