აკაბის ყურე
აკაბის ყურე (არაბ. خليج العقبة) — წითელი ზღვის საკმაოდ ფართო ყურე. ყურე მოქცეულია სინაის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ და არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის დასავლეთ სანაპიროებს შორის. სრუტის სანაპიორზე მდებარეობს სახელმწიფოები: ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია და საუდის არაბეთი. მაქსიმალური სიღრმეა 1 850 მ; სიგანე 24 კმ; სიგრძე 160 კმ.
აკაბის ყურე, როგორც წითელი ზღვის განაპირა ნაწილი, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს დაივინგის მოყვარულთათვის. განსაკუთრებით მდიდარია მარჯნით და სხვა წყალქვეშა ორგანიზმებით. ასევე მრავლადაა ჩაძირული გემები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აკაბის ყურე“ ვიკისაწყობში.
- წითელი ზღვის მშვიდობის პარკი - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო