ნიდერლანდების ენის კავშირი

ნიდერლანდების ენის კავშირი (ნიდერლ. Nederlandse Taalunie, NTU) — ორგანიზაცია 1980 წლის 9 სექტემბერს დააარსეს ნიდერლანდებმა და ბელგიამ ნიდერლანდური ენის განვითარების და სტანდარტიზაციის პრობლემების განხილვის მიზნით. 2005 წლის 12 იანვარს სურინამი გახდა ორგანიზაციის მესამე წევრი.

ნიდერლანდების ენის კავშირი
ნიდერლ. Nederlandse Taalunie
Nederlandse Taalunie.PNG
შეიქმნა 9 სექტემბერი, 1980
სტატუსი მოქმედი
ტიპი language regulator
წევრები ნიდერლანდები, ბელგია, სურინამი
ენა ნიდერლანდური
მდივანი გერტ იორისი
მისამართი Paleisstraat 9 Den Haag[1] და Leopoldstraat 6 1000 Brussel
ქვეყანა ნიდერლანდები და ბელგია
https://taalunie.org/

მოღვაწეობარედაქტირება

 
ნიდერლანდების ენის კავშირი:
  წევრი სახელმწიფოები
  წევრ სახელმწიფოებში სხვა ენობრივი რაიონები
  კავშირთან განსაკუთრებული ურთიერთობა
  სხვა ტერიტორიები, სადაც გავრცელებულია ნიდერლანდური ენა ან აფრიკაანსი
  • მართლწერის ერთიანი სისტემის შემუშავება
  • კრებულების და მისი მსგავსი მასალების ერთობლივად შექმნა
  • ნიდერლანდური ენის სწავლების გამოცდილების გაზიარება და შეკრება
  • ნიდერლანდური ენისთვის პედაგოგების მომზადების და ლიტერატურული თარგმანების გაფართოება
  • ენის პოლიტიკა ევროპულ კონტექსტში
  • გერმანიის დასავლეთ რაიონებში, საფრანგეთის და ბელგიის ნაწილ ვალონიის ჩრდილოეთით ნიდერლანდური ენის შესწავლის მხარდაჭერა
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, ნამიბიასთან და ინდონეზიასთან ენობრივი კავშირების მოწესრიგება
  • ნიდერლანდების ლიტერატურული პრემიის მინიჭება (3 წელიწადში ერთხელ)
  • 9-ტომიანი «ნიდერლანდურენოვანი ლიტერატურის ისტორიის» შექმნაში დახმარება (მუშაობის დამთავრება იგეგმება 2016 წელს)
  • ნიდერლანდური ენის ტერმინოლოგიური ცენტრის შენახვა (ნიდერლ. Het Steunpunt Nederlandstalige Terminologie).

2004 წელს სურინამმა ხელი მოაწერა "ასოციაციურ შეთანხმებას" ორგანიზაციასთან.[2] 2013 წლის 27 ნოემბრიდან შეთანხმება ასევე ვრცელდება ბონეირზე (ანუ ბონეირზე, საბაზე და სინტ-ესტატიუსზე)[3] ნიდერლანდების სამეფოს კარიბის აუზის სამი ავტონომიური ქვეყანა, არუბა, კიურასაო და სინტ-მარტენი მოისაზრება, როგორც წევრი სახელმწიფოების კანდიდატები.[4] ამას გარდა, ინდონეზია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ნიდერლანდების ენის კავშირის ორგანიზაციის "პარტნიორები" არიან.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://taalunieversum.org/inhoud/de-taalunie-verhuisd
  2. Suriname, lid van de Taalunie Dutch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 19 June 2014.
  3. Tractatenblad 2013, 253 Dutch. Kingdom of the Netherlands. ციტირების თარიღი: 21 December 2014.
  4. Wie we zijn: Drie landen, één taal Dutch. Nederlandse Taalunie. ციტირების თარიღი: 30 October 2013.