გერმანულენოვანი ქვეყნები

გერმანულენოვანი ქვეყნები — ქვეყნები, სადაც გერმანულ ენას აქვს ოფიციალური სტატუსი და/ან სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფლობს მას. გერმანული ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ენათა ოჯახის გერმანიკული ენების ჯგუფის დასავლეთ-გერმანიკული ენების ქვეჯგუფს და ისეთი ქვეყნების ოფიციალური სახელმწიფო ენაა, როგორებიცაა გერმანია (დაახლოებით 76-77 მილიონი მოლაპარაკე), ავსტრია (7,5 მილიონი მოლაპარაკე), ლიხტენშტაინი, ასევე შვეიცარიის (4,6 მილიონი მოლაპარაკე, ანუ მთლიანი მოსახლეობის 72,4 %), ლუქსემბურგის და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ჯგუფები ასევე ცხოვრობენ საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, რუსეთში, პოლონეთში და რუმინეთში.

"გერმანული ენის გავრცელების არეალი ევროპაში":
  ოფიციალური ენა (დე-იურე ან დე-ფაქტო) და მოსახლეობის უმრავლესობის მშობლიური ენა
  გერმანული, როგორც ოფიციალური ენა, მაგრამ არამშობლიური მოსახლეობის უმრავლესობისათვის
  გერმანული (ან მისი დიალექტი) მოსახლეობის უმცირესობისათვის იურიდიულად აღიარებული ენაა
  გერმანულ (ან მისი მსგავსი ვარიანტები) ენაზე საუბრობს მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი და არ აქვს იურიდიული სტატუსი

დიალექტები

რედაქტირება

ლიტერატურული გერმანული ენა (Hochdeutsch) საყოველთაოდ მიღებულია განათლების და საქმის წარმოების სფეროში, ოფიციალურ დაწესებულებებში და სხვა ოფიციალურ სტრუქტურებში. არსებობს გერმანული ენის ბევრი რეგიონალური დიალექტი, მაგალითად, ქვემო გერმანული, რომელზეც ლაპარაკობენ ქვეყნის ჩრდილოეთში (ის რაღაცით ჰგავს ნიდერლანდურ ენას და უფრო ახლოს დგას ინგლისურ ენასთან, ვიდრე ლიტერატურულ გერმანულთან), შვაბური სამხრეთ-დასავლეთში, ბავარიული სამხრეთში და ზემო საქსონური სამხრეთ-აღმოსავლეთში. ავსტრიაში და შვეიცარიაში გამოიყენება ლიტერატურული გერმანული ენის საკუთარი ვარიანტები (შესაბამისად, ავსტრიული და შვეიცარიული, რომლებიც არ უნდა აგვერიოს ბავარიულ ენასთან ან შვეიცარიულ დიალექტთან), რომლებიც განსხვავდებიან ფონეტიკის, მორფოლოგიის და ლექსიკის ზოგიერთი თავისებურებებით.

სამი მსხვილი გერმანულენოვანი ქვეყანა შეიძლება ავღნიშნოთ აბრევიატურით DACH (დახ), რომელიც ნიშნავს D (გერმანიას, Deutschland), A (ავსტრიას (ლათ. Austria) და CH (შვეიცარიას, ლათ. Confoederatio Helvetica). აბრევიატურა უპირატესად გამოიყენება ღონისძიებების, კონფერენციების დასახელებისთვის, მაგალითად, «DACH Meteorologentagung»[1] ან ამ სამი ქვეყნის საერთო პროექტებისათვის. ნავიგატორებისთვის ასევე არსებობს იმავე დასახელების ელექტრონული ბარათები[2].

გერმანული ოფიციალური ენის სახით

რედაქტირება

გერმანული ენა 6 სუვერენული სახელმწიფოს ოფიციალური ენაა, რომელთაგან თითოეული მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ამ ქვეყნებს (სამხრეთ ტიროლის დამატებით) ასევე შექმნილი აქვთ გერმანული მართლწერის საბჭო.

ქვეყანა მოსახლეობა
2014/2015 წლები
ენა შენიშვნა
გერმანულ ენაზე მოლაპარაკე[3][4][5] მეორე ენა[3][5]
  გერმანია 81 083 600 74 430 000 (91,8 %) 5 600 000 (6,9 %) ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
  ბელგია 11 245 629 73 000 (0,6 %) 2 472 746 (22 %) დე-იურე საერთოეროვნული ოფიციალური ენა (მოსახლეობის უმრავლესობის ენა მხოლოდ გერმანულენოვან თემში)
  ავსტრია 8 602 112 7 999 964 (93 %) 516 000 (6 %) დე-იურე ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
  შვეიცარია 8 256 000 5 329 393 (64,6 %) 395 000 (5 %) ოფიციალური ენა ფედერალურ დონეზე; დე-იურე ერთადერთი ოფიციალური ენა 26 კანტონიდან 17-ში
  ლუქსემბურგი 562 958 11 000 (2 %) 380 000 (67,5 %) დე-იურე საერთოეროვნული ოფიციალური ენა
  ლიხტენშტაინი 37 370 32 075 (85,8 %) 5200 (13,9 %) დე-იურე ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
ჯამი 109 787 669 87 875 432 9 368 946 მოლაპარაკეთა ჯამი: 97 244 378

გერმანული ენა რეგიონებში

რედაქტირება

გერმანული, ან მისი ერთ-ერთი დიალექტი, ოფიციალური ენაა რამდენიმე ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითოეულ ამ რეგიონში, გერმანული ენა, ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო ენასთან ერთად, ოფიციალური ენაა ადმინისტრაციულ დონეზე.

რეგიონი ქვეყანა მოსახლეობა
2006/2011 წლები
გერმანულ ენაზე
მოლაპარაკენი
შენიშვნა
  ბოლცანოს პროვინცია   იტალია 511 750 354 643 (69,3 %)[6] ოფიციალური ენა პროვინციის დონეზე; გათანაბრებულია იტალიურთან]]
  ოპოლეს სავოევოდო (28 კომუნა)
  სილეზიის სავოევოდო (3 კომუნა)
  პოლონეთი 250 000 ~50 000 (~20 %)[7] დამხმარე ენა 31 კომუნაში;[8]
ასევე ეროვნული უმცირესობის ენა[9]
  ესპირიტუ-სანტუ (5 მუნიციპალიტეტი)
  სანტა-კატარინა (2 მუნიციპალიტეტი)
  რიუ-გრანდი-დუ-სული (2 მუნიციპალიტეტი)
  ბრაზილია 205 000 n/a ოფიციალური ენა 9 მუნიციპალიტეტში[10];
ასევე ენა კულტურულ ღონისძიებებში ესპირიტუ-სანტუს შტატში[11]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Die Deutsch-Österreichisch-Schweizerischen Meteorologen-Tagung DACH 2010
  2. DACH-Karte mit 10 Ländern. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-31. ციტირების თარიღი: 2016-04-03.
  3. 3.0 3.1 Eurobarometer 2012 - Annex. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2016-04-03.
  4. German, Standard. Ethnologue.
  5. 5.0 5.1 Ammon, Ulrich. (November 2014) Die Stellung der deutschen Sprache in der Welt German. de Gruyter. ციტირების თარიღი: 2015-07-24.
  6. Census of South Tyrol 2011
  7. Polish census 2011 (note that ethnic associations allow only for a very rough estimate of first language distribution)
  8. Map on page of Polish Commission on Standardization of Geographical Names. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 20 June 2015.
  9. Council of Europe - List of ratifications of the Charter for regional/minority languages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-18. ციტირების თარიღი: 2016-04-03.
  10. IPOL realizará formação de recenseadores para o censo linguístico do município de Antônio Carlos-SC. e-ipol.org.
  11. Legislative Assembly of the state of Espírito Santo (Comissioner for Culture and Social Communication - Addition to the constitutional amendment number 11/2009 establishing the Pomeranian dialect as well as German as cultural heritage of the state (February 2011)