ბოლცანოს პროვინცია
ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია (გერმანულად Südtirol,სამხრეთი ტიროლი), (Autonome Provinz Bozen; იტალ. Provincia Autonoma di Bolzano) არის იტალიის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია, რომელიც ტრენტინოს მხარესთან ერთად ქმნის ტრენტინო-ალტო-ადიჯეს ავტონომიურ რეგიონს.
სამხრეთ ტიროლს აქვს ავტონომიის სტატუსი, მისი დედაქალაქია ბოლცანო.
სახელწოდება „სამხრეთ ტიროლი“ XIX საუკუნიდან იხმარება. 1972 წლამდე რეგიონის სახელი „Tiroler Etschland“ [ტიროლერ ეჩლანდი] იყო.
ენა და მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის 2,3-ზე მეტი გერმანულენოვანია, 1,4-იტალიური, ხოლო რეგიონის 4 პროცენტი ლადინურად საუბრობს.
სამხრეთ ტიროლში ოფიციალური ენებია: გერმანული და იტალიური. იტალიელი მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებში (Bozen, Leifers, Meran, Brixen) ცხოვრობს.
სამხრეთ ტიროლის მოსახლეობა 1880 წლიდან 2001 წლამდე.
|
სამხრეთ ტიროლელთა იდენტობა
რედაქტირებაბოლცანოს (1919 წლამდე – სამხრეთი ტიროლი) ისტორიული, კულტურული და ენობრივი კავშირი მჭიდროა ავსტრიასთან. გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს ავსტრიელად მიიჩნევს. ბოლცანოს პარლამენტის თავმჯდომარის, ლუის დურნვალდერის მტკიცებით, ბოლცანოს მკვიდრი მოსახლეობა ავსტრიელ ერის ნაწილს წარმოადგენს. ეს განცხადება მან ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, ORF-ს ეთერში გააკეთა. ლუის დურნვალდერის განცხადებით ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) არიან ავსტრიული უმცირესობა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს. იმავე აზრისაა ÖVP-ს პოლიტიკოსი ანდრეას კოლი.
ბოლცანოს ყველაზე ძლიერი პარტიის (SVP) მთავარი დევიზი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „გერმანულენოვან მოსახლეობას პრეტენზია აქვს სულიერად და კულტურულად ავსტრიას ეკუთვნოდეს“. 2008 წელს, იტალიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, SVP-ს საარჩევნო პროგრამაში სამხრეთი ტიროლი უცხოეროვან სახელმწიფოდ არის მოიხსენიებული.
მწვანეთა პარტიის წამომადგენლის და ევროპარლამენტარის ზეპ კუსტაჩერის თქმით, ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) ავსტრიელები არიან.
რელიგია
რედაქტირებაბოლცანოს მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.
ისტორია
რედაქტირებაშუა საუკუნეებში ბოლცანო (სამხრეთ ტიროლი) გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო.
1363 წლიდან იგი ჰაბსბურგთა დინასტიის მმართველობაში მოექცა.
1810 წელს სამხრეთ ტიროლი და ტრენტინოს რეგიონი გადავიდა იტალიის სამეფოს ხელში.
3 წლის შემდეგ, 1813 წელს ავსტრიამ უკან დაიბრუნა ტიროლი.
1919 წელს,პირველი მსოფლიო ომიის შემდეგ ტიროლი იტალიის მიერ იქნა ანექსირებული.
1922 წლიდან გერმანულენოვანი მოსახლეობის მიმართ ტიროლში რეპრესიები დაიწყო,1943 წელს კი ტიროლის მოსახლეობის 25%-მა საკუთარი სახლები დატოვა და თავი ავსტრიას შეაფარა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ტიროლს ავტონომიის სტატუსი მიენიჭა.
იტალიის მთავრობამ ბოლცანოში, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის მიზნით იტალიელი მოსახლეობის ჩასახლება დაიწყო, რის შედეგაც იტალიელთა რიცხვმა თითქმის 1,3-ს მიაღწია.
პოლიტიკა
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული სამხრეთ ტიროლში ყველაზე ძლიერი პარტია არის სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია (SVP = Südtiroler Volkspartei), რომელიც გერმანულენოვან და ლადინურენოვან მოსახლეობას წარმოადგენს. სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიას 1945 წლიდან პარლამენტში ადგილთა უმრავლესობა უჭირავს.
გარდა სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიისა, გერმანულენოვანი პარტიებია: სამხრეთ ტიროლის კავშირი, სამხრეთ ტიროლელთა თავისუფლება, დამოუკიდებლები.
იტალიურენოვან პარტიებს შორის ყველაზე ძლიერი „თავისუფლების ხალხი“ (Popolo della Libertà).
მწვანეები სამივე ენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ.
პარლამენტი
რედაქტირებაბოლცანოს პარლამენტში 35 პარლამენტარია,რომლებიც ყოველ 5 წელში ერთხელ აირჩევიან.ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა.
პარტია | არჩევნებში მიღებული ხმები | მანდატი |
---|---|---|
სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია (SVP)
გერმანულენოვანი და ლადინური |
48,1% | 18 |
დამოუკიდებლები
გერმანულენოვანი |
14,3% | 5 |
Popolo della Libertà (PDL)
იტალიურენოვანი |
8,3% | 3 |
Partito Democratico (PD)
იტალიურენოვანი |
6,0% | 2 |
მწვანეები
სამივე ენის წარმომადგენლები |
5,8% | 2 |
სამხრეთ ტიროლელების თავისუფლება
გერმანულენოვანი |
4,9% | 2 |
კავშირი სამხრეთ ტიროლისათვის (UfS)
გერმანულენოვანი |
2,3% | 1 |
Lega Nord
იტალიურენოვანი |
2,1% | 1 |
Unitalia
იტალიურენოვანი |
1,9% | 1 |
Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige
რედაქტირებაProntuario dei nomi locali dell'Alto Adige, სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი, რომელიც 1916 წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა, რის მიზანსაც სამხრეთ ტიროლის დასახლებებისათვის გერმანული და ლადინური სახელების გადარქმვა წარმოადგენდა. ეს იყო გამიზნული ქმედება იტალიის ფაშისტური პოლიტიკისა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას. უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა, რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული, ავსტრიის ისტორიის ნაწილი.
ეს პროცესი 1890 წელს დაიწყო, რომელიც ეტორე ტოლომეის სახელს უკავშირდება. 1916 წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც იტალია პირველი მსოფლიო ომში ჩაერთო, შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით, (მასში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრეთვე პროფესორი ეტორე დე ტონი და ბიბლიოთეკარი ვიტორიო ბარონჩელი), რომელთაც მომავალში მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა. 40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12 000 გერმანულენოვან დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები. 1923 წელს, მას შემდეგ, რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა, სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება. გერმანული სახელების გამოყენება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰახდა შესაძლებელი, თუმცა სამხრეთ ტიროლის დასახლებების იტალიანიზირებული სახელწოდებებით მოხსენიება დღემდე გრძელდება.
იტალიანიზაციის მაგალითები
|
ტურიზმი და ეკონომიკა
რედაქტირებატურიზმი ბოლცანოს ეკონომიკაში ცენტრალურ როლს თამაშობს.
ბოლცანოს კურორტები განსაკუთრებით ცნობილი გახდა ზამთრის სპორტული ცენტრების არსებობის გამო. ბოლცანოში ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრები ბიატლონში, თხილამურებით შეჯიბრებაში, ბობსლეიში, სკელეტონში და ა.შ.
2007 წლის მონაცემებით ბოლცანოს მოსახლეობის მხოლოდ 2,4%-ია უმუშევარი (2,0% მამაკაცთა შორის; 3,0% ქალთა შორის).
BIP-ის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მოდის 31,700 €, რის გამოც ბოლცანო ეკონომიურად იტალიის ყველაზე ძლიერ პროვინციად ითვლება.
შესადარებლად: ბოლცანოელი მუშა წლიურად 1000 €-თი ნაკლებს იღებს, ვიდრე ტიროლში (ავსტრიაში). ორშვილიანი ოჯახი საშუალოდ ტიროლში (ავსტრია) 2.497 €-თი მეტს იღებს, ვიდრე სამხრეთ ტიროლში (იტალია).
ბოლცანოს მკვიდრთათვის თვიური პენსია საშუალოდ 734 €-ა, ხოლო ტიროლში ის 950 €-ს აღწევს.
15-24 წლის ახალგაზრდების 7,2% დაუსაქმებელია, რაც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 2006 წლის სტატისტიკა, დემოგრაფიული სტრუქტურა.
- სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლების იტალიური ვარიანტი
- Steininger, Rolf (2003). South Tyrol: a minority conflict of the twentieth century. New Brunswick, N.J., U.S.A: Transaction Publishers. ISBN 0-7658-0800-5
- Kramer, Johannes (1996). "Die Italianisierung der Südtiroler Ortsnamen und die Polonisierung der ostdeutschen Toponomastik". Romanistik in Geschichte und Gegenwart 2 (1): 45-62.
- F. Bartaletti, Geografia, toponomastica e identità culturale: il caso del Sudtirolo, in “Miscellanea di storia delle esplorazioni XXVII”, Genova. 20021, pp. 271-315.