ტრენტინო-ალტო-ადიჯე
ტრენტინო-ალტო-ადიჯე[1] (იტალ. Trentino-Alto Adige; გერმ. Trentino-Südtirol[2]) — ავტონომიური რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში. მოიცავს ორ პროვინციას — ტრენტოს და სამხრეთ ტიროლს. იტალიის გაერთიანებამდე (1919) რეგიონი შედიოდა ავსტრია-უნგრეთისა და მისი წინამორბედების შემადგენლობაში: ჯერ ავსტრიის იმპერიის და შემდეგ საღვთო რომის იმპერიის. ავსტრიის შტატ ტიროლათან ერთად ის წარმოადგენს ევრორეგიონ ტიროლ-სამხრეთ ტიროლ-ტრენტოს.
იტალიის ავტონომიური რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტრენტინო-ალტო-ადიჯე Trentino-Alto Adige | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ტრენტო | ||||
შიდა დაყოფა | ბოლცანო (პროვინცია) და ტრენტოს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 46°23′00″ ჩ. გ. 11°25′00″ ა. გ. / 46.38333° ჩ. გ. 11.41667° ა. გ. | ||||
მმართველი | Maurizio Fugatti | ||||
ფართობი | 13 607 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა, გერმანული ენა და ლადინური ენა | ||||
მოსახლეობა | 1 037 114 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 76,2 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | 93% იტალიელები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.taa.it | ||||
რეგიონის ერთ-ერთ მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, გარემოება, რომ ეს ავტონომური რეგიონი თავის თავში მოიცავს ტრენტინოს და ბოლცანოს პროვინციებს, რომელთაც თავის მხვრივ ასევე გააჩნიათ ავტონომიური ხასიათი.
ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონული ორგანოები
რედაქტირებაამ სექციაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საკანონმდებლო ორგანო
რედაქტირებარეგიონის საკანონმდებლო ორგანოა რეგიონული პარლამენტი რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო უფლებამოსილებას რეგიონისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ასევე სხვა ფუნქციებს, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რეგიონის სტატუტითა და იტალიის რესპუბლიკის სხვა კანონებით.
რეგიონიული პარლამენტი შედგება ტრენტოს პროვინციის ლანდტაგის წევრებისა და ბოლცანოს პროვინციის ლანდტაგის წევრებისაგან. მის შემადგენლობაში 70 წევრია. მათ შორისაა 34 ტრენტოს ლანდტაგის წევრი, ტრენტოს პროვინციის პრეზიდენტი და ბოლცანოს ლანდტაგის 35 წევრი.
რეგიონული პარლამენტს ხელმძღვანელობს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი.
რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტს, ორ ვიცე-პრეზიდენტსა და მდივნებს თავის წევრთაგან ირჩევს რეგიონული პარლამენტი. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა შეადგენს ორწელიწად ნახევარს. რეგიონული პარლამენტის საქმიანობის პირველი 30 თვის განმავლობაში პრეზიდენტი აირჩევა იტალიურ ენოვანი რეგიონული პარლამენტის წევრთაგან, ხოლო მომდევნო პერიოდის განმავლობაში გერმანულენოვანთაგან.
მთავრობა
რედაქტირებარეგიონის აღმასრულებელი ორგანოა - რეგიონის მთავრობა. მთავრობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აირჩევა რეგიონის პარლამენტის მიერ ფარული კენჭისყრით ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. რეგიონული მთავრობის (ჯუნტას) შემადგენლობა პროპორციული უნდა იყოს რეგიონულ პარლამენტში წარმოდგენილი ენობრივი ჯგუფების. ამასთან ერთი ვიცე-პრეზიდენტი უნდა განეკუთვნებოდეს იტალიურ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფს, ხოლო მეორე გერმანულ ენაზე მოლაპარაკეს.
პრეზიდენტი და რეგიონული მთავრობის წევრები თანამდებობაზე განმწესდებიან რეგიონული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ანხორციელებენ მხოლოდ მიმდინარე, გადაუდებელ ადმინისტრაციულ საქმიანობას, მანამდე სანამ ახალი რეგიონული პარლამენტის მიერ არ იქნება არჩეული ახალი პრეზიდენტი და მთავრობის ახალი წევრები.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებარეგიონი შედგება ორი პროვინციისაგან: იტალიურენოვანი ტრენტო და გერმანულენოვანი ბოლცანო (ბოლზენი). ეს უკანასკნელი ტიროლის ნაწილია, რომელიც 1919 წელს იტალიამ და ავსტრიამ გაიყვეს. ადიჯეს ხეობა მიემართება ალპებისაკენ, რომელიც ბრენერის უღელტეხილით უკავშირდება ავსტრიას.
პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
---|---|---|---|
ტრენტო | 6 207 | 518 966 | 83,6 |
სამხრეთ ტიროლი | 7 400 | 498 280 | 67,3 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Constitution of Italy, Part II: Organisation of the Republic (Art. 116)
- ↑ Trentino-Alto Adige/Südtirol Region. Official website of the Trentino-Alto Adige/Südtirol Region (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-26. ციტირების თარიღი: 2009-02-20.