ოპოლეს სავოევოდო (პოლ. Województwo Opolskie) — სავოევოდო სამხრეთ პოლონეთში, ზემო ოდრის აუზში. ფართობი 9.412 კმ², მოსახლეობა 1.037.088 კაცი (2007 მონაცემებით). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ოპოლე. ოპოლეს სავოევოდოს დიდი ნაწილი მდებარეობს სილეზიის დაბლობზე. სავოევოდო იყოფა 12 პოვიატად.

ადმინისტრაციული ერთეული
ოპოლეს სავოევოდო
პოლ. Województwo opolskie
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ადმ. ცენტრი ოპოლე
შიდა დაყოფა Opole County, Olesno County, Brzeg County, Kędzierzyn-Koźle County, Głubczyce County, Krapkowice County, Kluczbork County, Nysa County, Namysłów County, Prudnik County, Strzelce County და ოპოლე
კოორდინატები 50°38′00″ ჩ. გ. 17°54′00″ ა. გ. / 50.63333° ჩ. გ. 17.90000° ა. გ. / 50.63333; 17.90000
დაარსდა 1 იანვარი, 1999
ფართობი 9412.5 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1 010 203 (2013),
990 069 (2017)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი O
ოფიციალური საიტი http://www.umwo.opole.pl/
ოპოლეს სავოევოდო — პოლონეთი
ოპოლეს სავოევოდო

ეკონომიკა

რედაქტირება

ოპოლეს სავოვოდო ქმნის მთელი ქვეყნის მშპ-ის 2%-ს. განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. მოიპოვება სამშენებლო მასალები კირქვა, მერგელი, მარმარილო, ბაზალტი. ასევე განვითარებულია ცემენტის, ავეჯის, კვების და ქიმიური მრეწველობა. კლიმატი და ნოყიერი ნიადაგი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება