მარმარილო
მარმარილო (ლათ. marmor < ძვ. ბერძნ. μάρμαρος [marmaros] — „მბრწყინავი ქვა“) — დოლომიტის ან კირქვის გაკრისტალების შედეგად წარმოქმნილ წვრილ, საშუალო ან მსხვილკრისტალური მეტამორფული ქანი და ძირითადად კალციტისგან შედგება (კალციუმის კარბონატის, CaCO3 კრისტალიზებული სახე). აქვს უმეტესად თეთრი ფერი, შედარებით იშვიათად ფერადი ან შავი ფერისაა, დაწინწკლული, ლაქებიანი ან ზოლიანი ტექსტურით. კარგად პრიალდება.

პლასტიკური და დეკორატიული ღირსებების გამო მარმარილოს ანტიკური პერიოდიდან იყენებდნენ, როგორც კონსტრუქციულ და შესამოს მასალას, აგრეთვე მოზაიკური კომპოზიციებისათვის (ინკრუსტაციული სტილი, ფლორენციული მოზაიკა), რელიეფისა და მრგვალი ქანდაკებისათვის. მარმარილოს თავისებური გამჭვირვალობა ქანდაკების ზედაპირზე წარმოქმნის ნაირგვარ შუქრჩრდილებს. ქანდაკებებისთვის საუკეთესოდ ითვლება კარარის (იტალია) და პაროსის (საბერძნეთი) მარმარილო.
საქართველოში იგი მოიპოვება კახეთში (ლოპოტის თეთრი მარმარილო), სვანეთში (დიზის ნაცრისფერ ზოლიანი მარმარილო), იმერეთში (შროშის მარმარილო).
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 447.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- USGS 2005 Minerals Yearbook: Stone, Crushed
- USGS 2005 Minerals Yearbook: Stone, Dimension
- USGS 2006 Minerals Yearbook: Stone, Crushed
- USGS 2006 Minerals Yearbook: Stone, Dimension
- Marble Institute of America
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |