ბარბადოსი (ინგლ. Barbados) — სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კუნძულ ბარბადოსზე (მცირე ანტილის კუნძულთა ჯგუფი). შედის ერთა თანამეგობრობაში. ფართობი 430 კმ². მოსახლეობა — 279 912 კაცი (2006 წელი), უმთავრესად შავკანიანები. დედაქალაქი და მთავარი ნავსადგური — ბრიჯტაუნი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია (ანგლიკანური ეკლესია). სახელმწიფო ენა — ინგლისური. ეროვნული დღესასწაული 30 ნოემბერი — დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (1966). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეული — ბარბადოსის დოლარი.

ბარბადოსი
ინგლ. Barbados
ბარბადოსი
ბარბადოსის
გერბი
დევიზი: „Pride and Industry“
(„სიამაყე და მრეწველობა“)
ჰიმნი: ”In Plenty and In Time of Need”
ბარბადოსის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბრიჯტაუნი
13°10′ ჩ. გ. 59°32′ დ. გ. / 13.167° ჩ. გ. 59.533° დ. გ. / 13.167; -59.533
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სანდრა მეისონი
 -  პრ.-მინისტრი მია მოტლი
ფართობი
 -  სულ 431 კმ2 (199-ე)
მოსახლეობა
 -  2019 შეფასებით 287 010 (174-ე)
 -  სიმჭიდროვე ად კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $4.9 მილიარდი (149-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $17,610 (39-ე)
აგი (2007) 0.892 (მაღალი) (31-ე)
ვალუტა ბარბადოსის დოლარი (BBD)
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი BRB
Internet TLD .bb
სატელეფონო კოდი 1 (246)

მე-13 საუკუნიდან თანამედროვე ქვეყნის ტერიტორიაზე კარიბები და ინდიელები ცხოვრობდნენ. მე-15 საუკუნის ბოლოს ბარბადოსს ესპანელი მეზღვაურები ესტუმრნენ და ტერიტორიას ესპანეთის მეფის საკუთრება უწოდეს. ბარბადოსი ესპანურ რუკებზე პირველად 1511 წლს გამოჩნდა.[1] პორტუგალიის იმპერიამ კუნძული 1532 და 1536 წლებში დაიპყრო, მაგრამ მოგვიანებით 1620 წელს ის მიატოვეს. ინგლისური გემი ზეთისხილის ყვავილობა ბარბადოსზე 1625 წლის 14 მაისს ჩავიდა და კუნძული მეფე ჯეიმზ I- ის სახელით დაიპყრო. 1627 წელს კუნძულებზე ინგლისიდან დევნილები ჩავიდნენ. ბარბადოსი გახდა ინგლისისა და მოგვიანებით ბრიტანეთის კოლონია.კუნძული იქცა აფრიკელი მონებით ვაჭრობის ინგლისურ ცენტრად, სანამ ვაჭრობა არ აიკრძალებოდა 1807 წელს, ბარბადოსში მონებით ვაჭრობა საბოლოოდ 1833 წლამდე გაგრძელდა.

1966 წლის 30 ნოემბერს ბარბადოსი დამოუკიდებელი და თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო გახდა. ქვეყნის დედოფლის წოდება ელისაბედ II-მ მიიღო.[1] მოსახლეობის რაოდენობა 287,010 ადამიანია, რომელთა უმეტესობაც აფრიკული წარმოშობისაა. ბარბადოსი კარიბის ზღვის ნაწილად ითვლება, სადაც ის წამყვანი ტურისტული ადგილის პოზიციას იკავებს. ტურისტების, 40% დიდი ბრიტანეთიდანა, ასევე ტურისტების დიდი ნაწილი ჩადის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადადან.

ეტიმოლოგია რედაქტირება

სახელი ბარბადოსი პორტუგალიური ტერმინისგან os barbudos ან ესპანურიდან los barbudos-დან მოდის. ორვე მათგანი ითარგმნება, როგორც ,,წვერიანი''. გაურკვეველია რას უნდა ნიშნავდეს ეს ტერმინი. ზოგი ფიქრობს, რომ ტერმინი დაკავშირებულია უძველეს ტომებთან, რომლებიც დღეს კუნძულზე აღარ ცხოვრობენ. ზოგი ფიქრობს რომ ტერმინი ზღვის ქაფის მიერ წარმოქმნილი წვერის შთაბეჭდილებითაა, რომელთა ხილვაც მოშორებულ რიფებზეა შესაძლებელი. 1519 წლის რუკაზე, რომელიც გენუელი კარტოგრაფის, ვისკონტე მაგიოლოს მიერაა შექმნილი კუნძულის სახელად ბარბადოსი იყო ნახსენები. ნავარაუდევია ისიც, რომ კუნძულ ბარბუდას სახელიც სწორედ ამ ტერმინისგან წარმოიშვა.

კოლუმბამდელ ეპოქაში კუნძულს იჩიროუგანაიმ ერქვა. ადგილობრივ რაიონებში მკვიდრი არავაკულ ენებზე მოსაუბრე ტომების შთამომავლების ცნობების თანახმად, კუნძულის ძველი სახელი შეიძლება ითარგმნოს, როგორიც "წითელი მიწა თეთრი კბილებით".

ბარბადოსის მოსახლეობა კუნძულს ,,ბიმს'' ან ,,ბიმშერს'' უწოდებს. ამ ტერმინების წარმომავლობაც გაურკვეველია. ერთ-ერთ ვერსიას ბარბადოსის კულტურული ფონდის ვერსია წარმოადგენს, რომლის მონაცემებით ,,ბიმ'' გამოყენებული იყო ტყვეების მიერ და მომდინარეობდა იგბოური სიტყვიდან bém რომელიც ითარგმნება როგორც ,,ჩემი სახლი, მშობლიური, კეთილი''.

ისტორია რედაქტირება

კოლუმბამდელი პერიოდი რედაქტირება

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ კუნძულზე პირველი დასახლებები ძვ. წ. 1600 წელს იყო. [2] ბარბადოსში მუდმივი დასახლება მე-4-მე-7 საუკუნეებში უნდა ჩამოყალიბებულიყო, სადაც სალადოიდები უნდა ცხოვრებულიყვნენ. არავაკები სამხრეთ ამერიკიდან კუნძულზე 800-1200 წლებში უნდა ჩასახლებულიყვნენ, ხოლო კარიბები, ასევე სამხრეთ ამერიკიდან კუნძულზე მე-12-მე-13 საუკუნეებში გადავიდნენ.

ევროპელების გამოჩენა რედაქტირება

გაურკვეველია რომელმა ევროპელმა ერმა მიაღწია პირველმა კუნძულამდე. ეს სავარაუდოდ, მე-15-მე-16 საუკუნეებში უნდა მომხდარიყო. თუ ერთ, ნაკლებად ცნობილ წყაროს ვენდობით, კუნძულამდე პირველი ესპანელები უნდა მოსულიყვნენ. ბევრი თვლის, რომ ბარბადოსზე ბრაზილიისკენ მიმავალი პორტუგალიელები უნდა შეჩერებულიყვნენ. [3]

 
1632 წლის რუკა

ინგლისური დასახლებები 1600-იან წლებში რედაქტირება

პირველმა ინგლისურმა ხომალდმა ბარბადოსს 1625 წლის 14 მაისს მიაღწია კაპიტან ჯონ პაველის მეთაურობით. პირველი დასახლება 1627 წლის 17 თებერვალს შეიქმნა თანამედროვე ჰოლთაუნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯგუფის მეთაურის ჯონ პაველის უმცროსმა ძმამ, ჰენრიმ, ადგილზე 80 ადამიანი დაასახლა. ამ ადამიანებს შორის აფრიკელი წარმოშობის ხალხიც იყვნენ, რომლებიც ბარბადოსის პირველ ევროპულ მოსახლეობას წარმოადგენს.

ინგლისის სამოქალაქო ომის გავლენა რედაქტირება

დაახლოებით ამავე დროს, სამი სამეფოს ომები ბარბადოსში და ბარბადოსის ტერიტორიულ წყლებში გაფართოვდა. ბარბადოსი ამ ომებში არ მონაწილეობდა მანამ, სანამ ჩარლზ I სიკვდილით არ დასაჯეს.ამ ფაქტის შემდეგ კუნძულის მთავრობა კუნძულის მთავრობა როიალისტებს დაემორჩილა.

ირლანდიელები ბარბადოსში რედაქტირება

ბარბადოსის მოსახლეობაში თეთრკანიანთა რიცხვი ირლანდიელების ხარჯზე გაიზარდა, რომლებიც ირლანდიიდან სამუშაოდ გადმოჰყავდათ. ბარბადოსში ირლანდიელ მსახურებს ხშირად ცუდად ეპყრობოდნენ, რითაც, ბარბადოსელმა პლანტატორებმა სასტიკი ხალხის რეპუტაცია მოიპოვეს. არასაკმარისი ისტორიული ჩანაწერის გამო, ბარბადოსში გაგზავნილი ირლანდიელი მუშების საერთო რაოდენობა უცნობია და შეფასებები "უაღრესად სადავოა". ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მონაცემებით ბარბადოსში ან ვირჯინიაში 50 000 ირლანდიელი გადაიყვანეს, ბევრი ფიქრობს რომ ეს ფაქტი ძალიან გადაჭარბებულია.

ისტორიკოსი თომას ბართლის მიხედვით 10 000 ირლანდიელი დასავლეთ ინდოეთში გაგზავნეს, ხოლო 40 000 ქვეყანაში ნებაყოფლობით მოსამსახურედ დარჩა.

შაქრის რევოლუცია რედაქტირება

შაქრის ლერწმის შემოტანამ ჰოლანდიური ბრაზილიიდან 1640 წელს ბარბადოსის საზოგადოება, კულტურა, ეკონომიკა და ფიზიკური ლანდშაფტი შეცვალა. შაქრის პლანტაციები დიდ შრომას და ინვესტიციას მოითხოვდა და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა ქვეყანაში ევროპელი მოსახლეობის რიცხვი. 1644 წელს ბარბადოსის მოსახლეობამ 30 000-ს მიაღწია, რომელთაგან 800 აფრიკული წარმოშობის იყო, დანარჩენები - კი უმეტესად ინგლისური წარმოშობის. ინგლისელ მცირე მფლობელბს გაშენებული ჰქონდათ შაქრის პლანტაციები სადაც აფრიკული წარმოშობის ხალხს იძულებით ამუშავებდენ.

 

1660 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას შავკანიანი მოსახლეობა შეადგენდა.კუნძულის მოსახლეობა 27 000 შავკანიანი და 26 000 თეთრკანიანი იყო. 1666 წლისთვის 12 000-მა ბრიტანული წარმოშობის პლანტატორმა გაყიდა პლანტაციები ან კუნძულიდან გაიქცა. შესაბამისად კუნძულის კანონიერ მოსახლეობად შავკანიანი მოსახლეობა დარჩა.

1680 წლისთვის კუნძულზე 20 000 თეთრკანიანი და 46 000 ტყვეობიდან გათავისუფლებული შავკანიანი ცხოვრობდა. 1724 წლისთვის ეს რიცხვი შეიცვალა და ტერიტორიაზე 18 000 თეთრკანიანი და 55 000 აფრიკული წარმოშობის ხალხი ცხოვრობდა.

დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდი რედაქტირება

ბარბადოსში სრული შიდა თვითმმართველობა 1961 წელს ამოქმედდა. ბარბადოსი შეუერთდა დასავლეთ ინდიელების ფედერაციას 1958–62 წლებში, თუმცა სახელმწიფომ დიდხანს ვერ იარსება. 1966 წლის 30 ნოემბერს ბარბადოსმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეროუ ბაროუ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. ბარბადოსმა გადაწყვიტა დარჩენილიყო თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოდ და ქვეყნის დედოფლად ელისაბედ II გამოაცხადა, რომელიც ქვეყანაში გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი.

ბაროუს მთავრობა ეკონომიკური მრავალფეროვნების,ტურიზმის სექტორის გაძლიერებასა და სოფლის-მეურნეობისგან შორს იყო. 1976 წელს არჩევნების შედეგად ტომ ადამსმა ბაროუ დაამარცხა და ქვეყნის მმართველი გახდა. ადამსმა მიიღო უფრო კონსერვატიული და მკაცრად პროდასავლური პოზიცია, რაც ამერიკელებმა ბოროტად გამოიყენეს და1983 წელს გრენადაზე შეჭრისათვის ბაზა ბარბადოსზე განალაგეს. [4]

1835 წელს ადამსი ოფისში გარდაიცვალა და ის ჰაროლდ ბერნარდ სენტ ჯონმა ჩაანაცვლა. 1986 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კვლაბ ეროუ ბაროუ დაბრუნდა, რომელიც ამერიკის საქციელს მკაცრად აკრიტიკებდა. ბაროუც ოფისში გარდაიცვალა და ის ლოიდ ერსკინე სენდიფორდმა ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1994 წლამდე იკავებდა.

2018 წლის არჩევნების შედეგად ბარბაროსის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრი ქალი, მია მოთლი გახდა.

 

გეოგრაფია რედაქტირება

ბარბადოსი ატლანტის ოკეანეში, კარიბებიდან ოდნავ აღმოსავლეთით მდებარეობს. კუნძული ცენტრალურ ნაწილში მეტად გორაკოვანია. უმაღლს მწვერვალს მთა ჰოლაბი წარმოადგენს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 340მ-ია (1120 ფტ)[5]

წმინდა მიქელის რეგიონში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი ბრიჯტაუნი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ჰოულთაუნი, საინტ ჯეიმზი, ოისტინი. 840

დემოგრაფია რედაქტირება

 
რიანა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბარბადოსელია
 
წმინდა მიქაელის და ყველა ანგელოზის სახელობის ეკლესია ბრიჯტაუნში.

ბარბადოსის სტატისტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული 2010 წლის ეროვნული აღწერის თანახმად,ქვეყანაში 277,821 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 144,803 ქალია, ხოლო 133,018.

2019 წლის მდგომარეობით ბარბადოსელების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 79 წელია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებისთვის 83 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 78 წელი (2019). [6] დაარქივებული 2016-02-14 საიტზე Wayback Machine. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ას წელს გადაცილებული ბარბადოსში და იაპონიაში ცხოვრობს. [7]

ეთნიკური ჯგუფები რედაქტირება

ბარბადოსელთა 90%-ზე მეტი აფრო-კარიბული და შერეული წარმოშობისაა. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ევროპელებია, უმეტესად დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან. ასევე არიან აზიელები ძირითადად ჩინელები და ინდოელები (ინდუსებიც და მუსლიმებიც). ადგილობრივები ერთმანეთს ,,კუნძულის შვილებს'' ეძახიან.

ენა რედაქტირება

ბარბადოსის ოფიციალური ენა ინგლისურია და ის გამოიყენება კომუნიკაციისათვის, ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მომსახურებისთვის.

კუნძულზე ასევე არის ინგლისურზე დაფუძნებული კრეოლური ენა, რომელსაც ბარბადოსელები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ეს ენა სრულიად განსხვავდება კუნძულის ინგლისური ენისაგან. ბაჯანს (ბარბადოსული კრეოლს) განსხვავებული ლექსიკონი და იდიომები აქვს, რაც ინგლისურენოვანი მოსაუბრისათვის სრულიად გაუგებარია.

რელიგია რედაქტირება

ბარბადოსელების უმეტესობა (95%) ქრისიტიანია. რომელთაგან 40% ანგლიკანიზმის მიმდევრები არიან. ასევე ცხოვრობენ კათოლიციზმის , ორმოცდაათიანელობა, მეშვიდე დღის ადვენტისტული ეკლესიის წარმომადგენლები და იეჰოვას მოწმეები .

ბარბადოსში სხვა რელიგიებიდან წარმოდგენილია: ინდუიზმი, ისლამი, ბაჰაიზმი და იუდაიზმი.

 

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ქრისტ ჩარჩი

სეინტ ანდრიუ

სეინტ ჯორჯი

სეინტ ჯეიმზი

სეინტ ჯონი

სეინტ ჯოზეფი

სეინტ ლუსი

სეინტ მიქაელი

სეინტ პეტერი

სეინტ ფილიპი

სეინტ თომასი

კულტურა რედაქტირება

 

ბარბადოსი არის დასავლეთ აფრიკის, პორტუგალიის, კრეოლური, ინდური და ბრიტანული კულტურების ნაზავი. მოქალაქეებს ბარბადოსელები ეწოდება ადგილობრივ ენაზე ბაჯაები.

ქვეყანაში კარნავალის მსგავსი ყველაზე დიდი ღონისძიება ქროფ ოვერის ფესტივალია, რომელიც 1974 წელს დაარსდა. ისევე როგორც კარიბებისა და ლათღინური ამერიკის ქვეყნებში კარნავალი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს. კუნძულზე ათასობით ტურისტი ჩადის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალი მოიცავს მუსიკალურ შეჯიბრებებსა და სხვა ტრადიციულ აქტივობებს. ის ქალი და მამაკაცი, რომელიც ყველაზე მეტ შაქარს მიიღებს მოსავლის მეფე-დედოფლის ქვირქვინით ჯილდოვდება. [8] ქროფ ოვერი ივლისის დასაწყისში იწყება და კადუმენტის დღეს მასშტაბური კოსტუმირებული მსვლელობით მთავრდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: