კარიბები, ასევე ცნობილი, როგორც კალინაგო[1] — ინდიელ ტომთა ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში, მცირე ანტილის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა. ისინი სავარაუდოდ წარმოშობილი არიან სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები კალინას ხალხისგან, თუმცა კარიბული ენების ჯგუფის განსხვავებულ ენაზე საუბრობენ.

კარიბების ოჯახი, (ჯონ გაბრიელ სტედმანი, 1818)

ესპანელებთან კონტაქტის მომენტში კარიბები დომინანტ ჯგუფს წარმოადგენდნენ, ამიტომაც ეწოდათ კუნძულებს მათი სახელი. ისინი ცხოვრობდნენ ვიდვარდის კუნძულებზე, დომინიკზე და სავარაუდოდ სამხრეთ ქარზურგა კუნძულებზე. ისტორიულად ითვლებოდა, რომ მათი წინაპრები მოვიდნენ კონტინენტიდან და დაიპყრეს კუნძულები. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ კონტინენტიდან მოსულმა მცირე ჯგუფებმა დაიპყრეს კუნძულები და შეინარჩუნეს ძველი ტრადიციები, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის სასაუბრო ენა მიიღეს.[2]

კოლონიზაციის ადრეულ პერიოდში, კარიბებს მებრძოლი ხალხის რეპუტაცია ჰქონდათ, რომლებიც მეზობელ კუნძულებს ესხმოდნენ თავს. მიიჩნეოდა, რომ ისინი კანიბალიზმს მისდევდნენ.[3] ესპანელი კონკისტადორების მიხედვით, ისინი ადამიანის ხორცს რეგულარულად მოიხმარდნენ. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს ადამიანის ხორცის რიტუალურ გამოყენებას. დღეს კარიბების შთამომავლები ისევ ცხოვრობენ ანტილის კუნძულებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Patrick Leigh Fermor, The Traveller's Tree, 1950, pp. 214–5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1] დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine. , "Change from Carib to Kalinago now official", Dominica News Online
  2. Rouse, Irving (1992). The Tainos. Yale University Press, გვ. 21. ISBN 0300051816. ციტირების თარიღი: May 22, 2014. 
  3. Rouse, Irving (1992). The Tainos. Yale University Press, გვ. 22–23. ISBN 0300051816. ციტირების თარიღი: May 22, 2014.