სანდრა მეისონი
სანდრა მეისონი (ინგლ. Sandra Mason; დ. 17 იანვარი, 1949) — ბარბადოსელი პოლიტიკოსი. ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორი 2018 წლიდან და ბარბადოსის პრეზიდენტი 2021 წლის 30 ნოემბრიდან.[1]
სანდრა მეისონი | |
ბარბადოსის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 30 ნოემბერი, 2021 |
პრემიერ-მინისტრი | მია მოტლი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 იანვარი, 2018 – 30 ნოემბერი, 2021 | |
წინამორბედი | ფილიპ გრივზი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 17 იანვარი, 1949 სენტ-ფილიპი, ბარბადოსი |
შვილები | 1 |
განათლება | ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასანდრა პრუნელა მეისონი 1949 წლის 17 იანვარს[2] დაიბადა ქალაქ სენტ-ფილიპში.[3] 1968 წელს, განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო საშუალო სკოლაში. ერთი წლის შემდეგ ბარკლის ბანკში დაიწყო მუშაობა კლერკად. მეისონი გახდა ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის სტატუსით. 1975 წელს გახდა ბარბადოსის ადვოკატთა ასოციაციის პირველი ქალი წევრი.[2]
2017 წელს სანდრა მეისონი აირჩიეს ბარბადოსის მერვე გენერალ-გუბერნატორად. თანამდებობა დაიკავა 2018 წლის 8 იანვარს.[4]
2021 წლის 12 ოქტომბერს მეისონი პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივად წარადგინეს ბარბადოსის პირველი პრეზიდენტის კანდიდატად.[5] პრეზიდენტად აირჩიეს 20 ოქტომბერს.[6] თანამდებობა დაიკავა 2021 წლის 30 ნოემბერს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 In Barbados, parliament votes to amend constitution, paving the way to republican status. ConstitutionNet (30 September 2021). ციტირების თარიღი: 9 October 2021.
- ↑ 2.0 2.1 Sandra Prunella Mason. Caribbean Elections (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 1 December 2015
- ↑ „Justice Sandra Mason records another first“. Barbados Advocate. St. Michael, Barbados. 9 August 2013. ციტირების თარიღი: 1 December 2015.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Sandra Mason to be new Governor General“. Nation News. Fontabelle, Saint Michael, Barbados. 27 December 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2017. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
- ↑ Letter to the Speaker RE Nomination of Her Excellency Dame Sandra Mason as 1st President of Barbados. Parliament of Barbados (12 October 2021). ციტირების თარიღი: 16 October 2021.
- ↑ Barbados just appointed its first president as it becomes a republic - The National