ბერმუდის კუნძულები
ბერმუდა (ინგლ. Bermuda; სრულად ბერმუდის კუნძულები) — დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანეში. ბერმუდის კუნძულები მდებარეობს აშშ-ის აღმოსავლეთით, უახლოესი წერტილი კონტინენტიდან მდებარეობს 1030 კილომეტრის დაშორებით, ეს არის ჰარტერესის კონცხი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ჩრდილოეთით 1770 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს კანადის ქალაქი ჰალიფაქსი. ბერმუდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰამილტონი. კუნძულებზე განვითარებულია ეკონომიკა და ტურიზმი. კუნძულის ტერიტორია იყოფა ცხრა მუნიციპალიტეტად.
ბერმუდის კუნძულები | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: «Quo Fata Ferunt» | ||||||
ჰიმნი: «God Save the Queen» |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ჰამილტონი 32°18′ ჩ. გ. 64°45′ დ. გ. / 32.300° ჩ. გ. 64.750° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონაქრია | |||||
- | მეფე | ჩარლზ III | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 53,2 კმ2 (224) | ||||
- | წყალი (%) | 26 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 67 837 | ||||
- | სიმჭიდროვე | 1275 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $5.85 მილიარდი (149) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $91 477 (1) | ||||
ვალუტა | ბერმუდის დოლარი | |||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
Internet TLD | .bm | |||||
სატელეფონო კოდი | 1 |
ბერმუდა არის ყველაზე ძველი ტერიტორია, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დღემდე რჩება. 1612 წელს აქ შეიქმნა პირველი ინგლისური კოლონია მთელს ამერიკის კონტინენტზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bermuda Government – ბერმუდის კუნძულების მთავრობის საიტი
- Department of Community and Cultural Affairs, Bermuda – ბერმუდის კუნძულების კულტურის სამინისტრო
- Bermuda Connections: Online Resource Guide დაარქივებული 2012-10-15 საიტზე Wayback Machine. – კულტურული და ისტორიული რესურსები კუნძულის შესახებ