ანგლოსფერო (ინგლ. Anglosphere) — ინგლისურენოვანი ქვეყნების ერთობლიობა, რომელთა თანამედროვე სახე ხასიათდება მთელი რიგი საერთო თვისებებით, განპირობებული ამ ქვეყნების განსაკუთრებით მჭიდრო ისტორიული კავშირებით ბრიტანეთის კუნძულებთან (უპირველესად, მხედველობაში მიიღება ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: გაერთიანებული სამეფო, აშშ, კანადა (კვებეკის პროვინციის გამოკლებით), ავსტრალია, ირლანდია და ახალი ზელანდია). Word spy-ის ბლოგის ავტორები ამ ტერმინს განსაზღვრავენ, როგორც ინგლისურენოვანი ქვეყნების ერთობლიობა, რომლებიც იზიარებენ ანგლო-ამერიკული სამართალის და ადამიანის უფლებების პრინციპებს.[1]

ქვეყნები, სადაც ინგლისური ენა სახელმწიფო ან ოფიციალური ენაა (ფაქტობრივად ან კანონმდებლურად)

ტერმინის წარმოქმნის ისტორია რედაქტირება

ტერმინი ანგლოსფერო პირველად გამოიყენა ნილ სტივენსონმა (Neal Stephenson) თავის რომანში „ალმასების საუკუნე“ (The Diamond Age: or A Young Lady’s Illustrated Primer, 1995). სტივენსონს ამ ტერმინისთვის არ მიუცია რაიმე განსაკუთრებული გეოპოლიტიკური აზრი, იგი მხოლოდ გამოიყენა ატლანტების გამოგონილი რასის აღსანიშნავად, რომლებიც:

…იკრიბებოდნენ დიდ ქალაქში (აქ ლონდონი) მთელი ანგლოსფეროდან, რომ გაედგათ ფესვები და გამრავლებულიყვნენ საუკუნეების მანძილზე სასარგებლო ნიადაგში.

ტერმინის არაერთმნიშვნელობა რედაქტირება

ტერმინი “ანგლოსფერო“ ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ქვეყნების ერთობლიობას, რომლებშიც ინგლისური სახელმწიფო ენა, ოფიციალური (მათ შორის, ადგილობრივთან ერთად) ან შედარებით გავრცელებული ენაა.

მიმოხილვა რედაქტირება

ქვემოთ მოყვანილია ანგლოსფეროს ქვეყნების შედარებითი ცხრილი (მონაცემები განახლდა 2014 წელს).[2]

ქვეყანა მოსახლეობა
(ად.)
ფართობი
(კმ²)
სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
მშპ
(მილიონი აშშ დოლარი)[3]
დედაქალაქი ყველაზე დიდი ქალაქი
გაერთიანებული სამეფო 63 742 977 243 610 262 2 950 039 ლონდონი
ირლანდია 4 609 600 70 273 69 250 814 დუბლინი
აშშ 321 272 634 9 826 675 32 17 348 075 ვაშინგტონი ნიუ-იორკი
კანადა 34 834 841 9 984 670 3 1 785 387 ოტავა ტორონტო
ავსტრალია 22 507 617 7 741 220 3 1 442 722 კანბერა სიდნეი
ახალი ზელანდია 4 570 038 267 710 16 197 502 უელინგტონი ოკლენდი
ჯამი 449 212 219 28 134 158 16 23 974 539

ანგლოსფეროს გეოპოლიტიკური შინაარსი რედაქტირება

ანგლოსფეროს იდეის მომხრეები რედაქტირება

ამერიკელი ბიზნესმენი ჯეიმზ ბენეტი (James C. Bennett) გამოთქვამს აზრს, რომ ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურულ და სამართლებრივ ტრადიციებში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული. თავის ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში Albion’s Seedlings ის აღწერს ანგლოსფეროს, როგორც ქსელურ ცივილიზაციას, რომელსაც არა აქვს შესაბამისი პოლიტიკური ფორმა, რის შედეგადაც მას არ გააჩნია გამოკვეთილი საზღვრები. გეოგრაფიულად ანგლოსფეროს ყველაზე უფრო მთავარი წარმომადგენლები არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი, მაშინ როდესაც ინგლისურენოვანი კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან ძლიერი და მჭიდროდდასახლებული განშტოებები. განათლებული, ინგლისური ენის მცოდნე კარიბის აუზის ქვეყნების, ოკეანეთის, აფრიკის და ინდოეთის მოსახლეობა ქმნის ანგლოსფეროს საზღვარს.[4]

წიგნში „ანგლოსფეროს დროის გამოწვევები. რატომ ინარჩუნებენ ინგლისურენოვანი ქვეყნები ლიდერობას XXI საუკუნეში“ ჯეიმზ ბენეტი წერს ორ პრობლემაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ სვავს ანგლოსფეროზე არსებულ მის კონცეფსიას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სწრაფ ტექნიკურ პროგრესთან შეხების გზების პოვნის აუცილებლობა. შემდეგ, ეს არის აყვავებულ ანგლოსაქსურ ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკურ სიძნელეებს შორის არსებული დიდი განსხვავება.[5]

ისტორიკოს ენდრიუ რობერტსის (Andrew Roberts) თვალსაზრისით, ზუსტად ანგლოსფერომ ითამაშა მთავარი როლი პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე ცივ ომში. ის ამტკიცებდა იმას, რომ ანგლოსაქსური სამყაროს ერთიანობა აუცილებელია ისლამიზმზე გამარჯვებისათვის.[6]

2003 წელს The Guardian-ში გამოქვეყნებულ ნარკვევში, ისტორიკოსი რობერტ კონკუესტი (ინგლ. Robert Conquest) გამოვიდა ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლისა და ინგლისურენოვანი ქვეყნების უფრო მეტად ლიბერალური კავშირის შექმნის მოთხოვნით, რომელიც ცნობილია ანგლოსფეროს სახელწოდებით.[7]

კრიტიკა რედაქტირება

ტომ ჰეიდენი (Tom Hayden), მემარცხენე აქტივისტი და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი, კომპანია „ზმაგში“ (Zmag) მომუშავე, თვლის, რომ ანგლოსფეროს იდეის ადეპტები საჭიროებენ აშშ-ს, როგორც ქვეყანას, რომლის დომინირებული კულტურა ინარჩუნებს ძირეულ კავშირს ინგლისურ ტრადიციებთან. ჰეიდენი წინასწარმეტყველებს, რომ აშშ-ში ეს პროექტი განწირულია. ანგლოსფერო გაქრობის წინაშე დგას, თუნდაც დემოგრაფიული მიზეზების გამო. ეს მხოლოდ დროის საკითხია. მათ, ვინც მის ნაცვლად მოვლენ, არ ექნებათ არც თანხები, არც სურვილი ანგლოსფეროში ასიმილირებისთვის.


რობერტ კონკუესტის სტატიის პასუხად, მაიკლ იგნატიევმა ჩამოაყალიბა საკუთარი თვალთახედვა, რომლის თანახმადაც ტერმინი «ანგლოსფერო» იგნორირებას უკეთებს ფუნდამენტურ სამართლებრივ და კულტურულ განსხვავებას აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ასევე იმ მიმართულებებს, რომლითაც მოხდა დაახლოვება ბრიტანულ და ევროპულ ნორმებს შორის. მაიკლ იგნატიევი რობერტ კონკუესტის ანგლოსფეროზე შეხედულებებს ახასიათებს შემდეგნაირად:

ალბათ, ის თვლის, რომ ბრიტანეთი ან უნდა გამოვიდეს ევროპიდან, ან უარი უნდა თქვას თანამშრომლობის ყველა მომავალ ღონისძიებებზე, რაც დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებდა ევროპის რეალურ მიღწევებს. მას უნდა, რომ ბრიტანეთმა თავისი ბედი მიანდოს ინგლისურენოვანი ქვეყნების კავშირს. და მე ამ თვალსაზრისს ვთვლი რომანტიკულ ილუზიად[8].

თანამედროვე სამყაროში ინგლისური ენის და კულტურის წამყვანი როლის ფართე აღიარებასთან ერთად ადამიანების არც თუ მცირე ნაწილი თვლის არასამართლიანად, რომ ასეთი რეალობა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს აძლევს უსამართლო უპირატესობებს. ალტერნატივის სახით შემოთავაზებულია სინტეტიკური ენის — ესპერანტოს, როგორც ნეიტრალურის და ადვილად აღსაქმელის, დანერგვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Word Spy — Anglosphere. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-27. ციტირების თარიღი: 2016-04-05.
  2. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2015-02-16.
  3. World Economic Outlook Database, April 2015. ციტირების თარიღი: 10 June 2015.
  4. James C. Bennett. An Anglosphere Primer.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-26. ციტირების თარიღი: 2016-04-06.
  5. The Anglosphere Challenge: Why the English-Speaking Nations Will Lead the Way in the Twenty-First Century. 2004 ISBN 0-7425-3332-8
  6. A History of the English-Speaking Peoples Since 1900. 2006 ISBN 0-297-85076-8
  7. "Scourge and poet", Andrew Brown, The Guardian, February 15, 2003
  8. Robert Conquest, Reply by Michael Ignatieff (23 March 2000). «The 'Anglosphere'». The New York Review of Books.