ბეირუთი (არაბ. بيروت; ბაირუთ) — ლიბანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მასში ცხოვრობს მთელი ლიბანის მოსახლეობის ნახევარი. გაშენებულია ნახევარკუნძულ რასზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველი დასახლება ჩნდება სავარაუდოდ ძვ. წ. 1700 წელს, ხოლო უკვე ძვ. წ. 1500–დან იგი მოიხსენიება როგორც ფინიკიელთა ერთ–ერთი მეტროპოლია. ბეირუთი იყოფა ადმინისტრაციულ უბნებად – აშრაფიათი, დარ ალ–მურასი, ბეშურა, მაზრა, მადავარი, ნავსადგურის უბანი, არ–რასი (თავი), ჰუსნა, მუსათბათი, რუმაილი, საიფი და ალ–ბილათი. ბეირუთის მფარველ წმინდანად ლიბანელი ქრისტიანები მიიჩნევენ წმინდა გიორგის. ბეირუთი დაიყოფა სამ ძირითად ნაწილად – დასავლეთ ბეირუთი, სადაც უმრავლესობა მუსლიმია, აღმოსავლეთ ბეირუთი, სადაც უმეტესადქრისტიანები ცხოვრობენ და ე.წ. სამხრეთ გარეუბანი, სადაც ცხოვრობენ ბეირუთელი შიიტები და აქვეა პალესტინელ ლტოლვილთა ცნობილი ბანაკები საბრა და შატილა.

ქალაქი
ბეირუთი
ბაირუთ بيروت
Beirutcity.jpg
დროშა გერბი
Flag of Beirut.svg BlasonBeyrouth4.jpg

ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა Achrafieh, Ras Beirut, Zuqaq al-Blat, Bachoura, Saifi, Mousseitbeh, Rmeil, Port of Beirut, Dar Mreisseh, Medawar, Minet El Hosn და Mazraa
კოორდინატები 33°53′13″ ჩ. გ. 35°30′47″ ა. გ. / 33.88694° ჩ. გ. 35.51306° ა. გ. / 33.88694; 35.51306
ქალაქის მერი აბდელ მუნიმ არისი
პირველი ხსენება 1500 BCE
ფართობი 19,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 1,700,000 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 12,500 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 01
ოფიციალური საიტი beirut.gov.lb
ბეირუთი — ლიბანი
ბეირუთი

დამეგობრებული ქალაქებირედაქტირება

ბეირუთი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:[1]

ლიტერატურარედაქტირება

  • Kassir, Samir. Beirut (University of California Press; 2010) a scholarly history
  • Linda Jones Hall, Roman Berytus: Beirut in Late Antiquity, 2004.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Twinning the Cities. City of Beirut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 February 2008. ციტირების თარიღი: 13 January 2008.
  2. Yerevan – Twin Towns & Sister Cities. Yerevan Municipality Official Website. 2005–2013 www.yerevan.am. ციტირების თარიღი: 4 November 2013.
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Armenian. [1]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2013. ციტირების თარიღი: 5 August 2013.
  4. Isfahan, Beirut named sister cities. MNA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2007. ციტირების თარიღი: 2 May 2007.
  5. Sister Cities of Istanbul. ციტირების თარიღი: 8 September 2007.