ზედა პალეოლითიპალეოლითის (ძველი ქვის ხანის) გვიანი საფეხური. ამ დროის ადამიანი უფრო ფართოდ არის განსახლებული დედამიწის ზურგზე, ვიდრე ქვედა პალეოლითში. აფრევრაზიის შემდეგ იგი მეოთხე მატერიკზე, ამერიკაშიც გადასულა. თუ ადრე ნეანდერტალელთა ნაბინარებს ევრაზიის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ვხვდებოდით, ახლა კრომანიონელებს ამ მატერიკების ჩრდილოეთი ნაწილიც დაუსახლებიათ და ეპოქის ბოლოს თვით არქტიკამდეც კი მიუღწევიათ.

ლოსელის ვენერა, ზედა პალეოლითის ხანის ქვაზე ნაკვეთი.

დღეისათვის გვიანპალეოლითელი ადამიანის 750–ზე მეტი ძეგლია ცნობილი. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ძეგლი მოდის. ზედა ანთროპოგენში ყინვარების საგრძნობლად უკან დახევის შედეგად, განთავისუფლებული დიდი ტერიტორია ზედაპალეოლითელს საკმაოდ სწრაფად აუთვისებია.

ზედაპალეოლითელი ადამიანის ნაბინარები მიკვლეულია საქართველოს შავიზღვისპირეთში, ცხენისწყალ–რიონ–ყვირილას უზში, კავკასიონის მთისწინეთსა და შუამთიანეთში, აგრეთვე ანტიკავკასიონის მთისწინეთში, უმთავრესად მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება