ყვირილა
ყვირილა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ — დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი 3630 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 61 კუბ.მ/წმ ზესტაფონთან, 90 კუბ.მ/წმ — შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით. ყვირილის აუზში მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის საბადოები. მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები — საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი. ვახუშტი ბაგრატიონი მდ. ყვირილას შესახებ წერს:
ყვირილა | |
---|---|
![]() მდინარე ყვირილა საჩხერესთან | |
ქალაქები | საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი. |
სათავე | რაჭის ქედი |
სიგრძე | 140 კმ |
აუზის ფართობი | 3630 კმ² |
![]() | |
![]() |
![]() |
„გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ“
|
ლიტერატურარედაქტირება
- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი.აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.