რაჭის ქედი
რაჭის ქედი — გასწვრივი გვერდითი ქედი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ ზეკარასთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სიგრძე 85 კმ. სიმაღლე 2862 მ-მდე. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით — ცარცული კირქვებით. რაჭის ქედზეა მწვერვალები: მაჩხარახოხი, სირხლებერთა (ლებეურის მთა), დაღვერილა, ხიხათა, ველტყევი, საწალიკე, ნაქერალა, თავშავა და სხვა; უღელტეხილები: ლეთა, ერწო, ხიხათა, ნაქერალა და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ქვაბული.
რაჭის ქედი | |
---|---|
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
კოორდინატები: 42°27′36″ ჩ. გ. 43°39′07″ ა. გ. / 42.46000° ჩ. გ. 43.65194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | მაჩხარახოხი |
სიმაღლე | 3007 მ |
სიგრძე | 85 კმ |
შაორის ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, აღმოსავლეთ ნაწილის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 314.
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რაჭის ქედი“ ვიკისაწყობში.