ხიხათის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში
ხიხათის უღელტეხილი, შქმერის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და გლაუკონიტიანი ქვიშაქვებით. დამახასიათებელია სუბალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულისა და რიონის მარცხენა შენაკადის — ხეორის ხეობებს.
ხიხათის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′07″ ჩ. გ. 43°23′23″ ა. გ. / 42.45194° ჩ. გ. 43.38972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2030 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
აკავშირებს | ჯრუჭულისა და ხეორის ხეობებს |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი და გლაუკონიტიანი ქვიშაქვა |
ლანდშაფტი | სუბალპური |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 486.