რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | ამბროლაური |
შიდა დაყოფა | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი და ცაგერის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°38′00″ ჩ. გ. 43°08′00″ ა. გ. / 42.63333° ჩ. გ. 43.13333° ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | პარმენ მარგველიძე |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 4690 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
სიმჭიდროვე | 6,48 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,65 %[1] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,16 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ოფიციალური საიტი | http://rls.gov.ge/ |
![]() | |
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
რუკა | მუნიციპალიტეტები |
---|---|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | |
ლენტეხის მუნიციპალიტეტი | |
ონის მუნიციპალიტეტი | |
ცაგერის მუნიციპალიტეტი |
ზოგადი ცნობებირედაქტირება
მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 32 089 ადამიანს (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 6,48 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 3: ამბროლაური, ონი, ცაგერი;
- დაბა — 2: ლენტეხი, ხარისთვალა;
- სოფელი — 251.
ადგილობრივი მმართველობარედაქტირება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - სახელმწიფო რწმუნებული. სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობას იღებს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში, საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობას იღებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერია) ორგანოების მიერ. მხარის შემადგებლობაში შედის 4 თვითმმართველო ერთეული-მუნიციპალიტეტი: ამბროლაური, ლენტეხი, ონი და ცაგერი.
მხარეში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:
- ოთარ სირაძე (2004-2008)
- დავით გაგოშიძე (2008-2014)
- პარმენ მარგველიძე (2014-2017)
- არჩილ ჯაფარიძე (2017-2020)
- პარმენ მარგველიძე (2021-დღემდე)
მოსახლეობარედაქტირება
- მოსახლეობის რიცხოვნობა — 32 089 კაცი (2014)
- მათ შორის: ქალაქის — 6023 კაცი; სოფლის — 26 066 კაცი;
- მოსახლეობის სიმჭიდროვე — 6,48 კვ.კმ-ზე;
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა (2014):
- ქართველი — 99,7 %,
- რუსი — 0,1 %,
- ოსი — 0,1 %,
- სხვა — 0,1 %.
მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში (2014):
- ქ. ამბროლაური — 2047 კაცი,
- ქ. ცაგერი — 1320 კაცი,
- ქ. ონი — 2656 კაცი,
- დაბა ლენტეხი — 947 კაცი.[3]
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[4] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 90 405 | 79 979 | 69 834 | 57 776 | 55 700 | 50 969 | 32 089 | 31 500 | 30 800 | 30 200 |
ამბროლაურის | 26 667 | 24 128 | 20 916 | 17 065 | 16 800 | 16 079 | 11 186 | 11 100 | 10 800 | 10 700 |
ლენტეხის | 14 692 | 13 479 | 12 963 | 11 227 | 9800 | 8991 | 4386 | 4400 | 4300 | 4200 |
ონის | 21 784 | 19 016 | 15 493 | 12 318 | 12 400 | 9277 | 6130 | 6100 | 6000 | 5900 |
ცაგერის | 27 262 | 23 356 | 20 462 | 17 166 | 16 700 | 16 622 | 10 387 | 10 000 | 9700 | 9400 |
ეკონომიკარედაქტირება
მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მევენახეობა, მეკარტოფილეობა) და მეცხოველეობა.
- მთლიანი რეგიონალური პროდუქტი: 107 121.5 ათ. ლარი
აქედან:
- მრეწველობა — 12 999.5 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 12 %;
- მშენებლობა — 10 027 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 9 %;
- სოფლის მეურნეობა — 63 300 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 59 %.
- მომსახურება (ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და სხვა) — 20 795 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 20 %.
- ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის მთლიანი პროდუქტის ხვედრითი წილია 0.9 %.
- მთლიანი რეგიონალური პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენს 2207 ლარს.[5]
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
ისტორიარედაქტირება
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში: