რაჭველებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ მდინარე რიონის ზემო წელზე, ამბროლაურისა და ონის რაიონებში. რაჭის გარდა მათი კომპაქტური დასახლებებია ქვემო ქართლშიც - თეთრი წყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. წარსულში ცნობილი იყვნენ როგორც განთქმული მშენებლები და ხაბაზები.რაჭველებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. საუბრობენ ქართული ენის რაჭულ დიალექტზე.

რაჭული სამოსი

ანთროპოლოგიურად (ქვემო) რაჭველები დასავლურ ქართულ ტიპს განეკუთვნებიან, რომელიც შავი ზღვის პირის ქართველებისგან ოდნავ ფართო სახით, შედარებით მსხვილი აღნაგობით გამოირჩევიან. ქვემო რაჭველები ხასიათდებიან საშუალოზე მაღალი აღნაგობით, ღია ფერის (ქერა, ძალიან ღია წაბლისფერი) თმითა და ღია და საშუალოზე ღია ფერის თვალებით (ცისფერიდან მუქ თაფლისფრამდე) ზემო რაჭველები განეკუთვნებიან კავკასიონის ქართულ ტიპს და გამოირჩევიან მკვეთრი ბრაქიკეფალიით, შედარებით დიდი ზომის თავით, მაღალი და ფართო ცხვირით, თხელი ტუჩებით, საშუალო შეფერილობის (მუქი ქერა, ღია წაბლისფერი) თმით და საშუალოზე ღია ფერის (ცისფერი, ლურჯი, მწვანე, მუქი მწვანე, თაფლისფერი) თვალებით.

ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ასე ახასიათებს: „კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხარნი, მომხუეჭნი და ძვირნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივნე, რბილნი.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართლის ცხოვრება, ტ.IV. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. გვ.770. თბილისი, 1973