ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3] საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური.

ადმინისტრაციული ერთეული
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ამბროლაური
კოორდინატები 42°31′18″ ჩ. გ. 43°08′53″ ა. გ. / 42.521694° ჩ. გ. 43.148306° ა. გ. / 42.521694; 43.148306
მერი ზვიად (დავით) მხეიძე
ფართობი 1142 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 11 186 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 9,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
რუსები 0,1 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,42 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (439)
საფოსტო ინდექსი 0400–0499
ოფიციალური საიტი http://ambrolauri.gov.ge/
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.

მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1930 წელს. მანამდე მისი ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1928 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წელს ცალკე რაიონად გამოიყო. 1951-1953 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში. 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტისგან გამოყოფილი იყო ქალაქი ამბროლაური[4]

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის რიცხოვნობა — 11 186 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 9,8 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 69 სოფელი.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 17 065
2002 16 225  
2014 11 186  
2021[5] 10 400  

მმართველობა

რედაქტირება

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 28 22                                          
  ნაციონალური მოძრაობა 2 4        
  საქართველოსთვის 3      
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 1
  ევროპული საქართველო 1
  ლეიბორისტული პარტია 1
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 34 30  

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება
  1. ადმინისტრაციული ერთეული ამბროლაური — ქალაქი ამბროლაური;
  2. ადმინისტრაციული ერთეული ბუგეული — აბანოეთი, ბარეული, ბუგეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა;
  3. ადმინისტრაციული ერთეული ველევი — ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა;
  4. ადმინისტრაციული ერთეული ზნაკვა — საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული იწა — ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი;
  6. ადმინისტრაციული ერთეული ლიხეთი — აბარი, ლიხეთი, ურავი;
  7. ადმინისტრაციული ერთეული ნამანევი — შავრა, თხმორი, ნამანევი, ხონჭიორი;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ნიკორწმინდა — კაჩაეთი, ნიკორწმინდა, ხარისთვალა;
  9. ადმინისტრაციული ერთეული სადმელი — ბოსტანა, კლდისუბანი, სადმელი, ღვიარა, ძირაგეული;
  10. ადმინისტრაციული ერთეული სხვავა — სხვავა, ფუტიეთი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ღადიში — ბაჯი, პატარაონი, ტბეთი, ქვედა შავრა, ღადიში;
  12. ადმინისტრაციული ერთეული ცახი — გოგოლათი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ცახი;
  13. ადმინისტრაციული ერთეული წესი — მუხლი, წესი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული ჭელიაღელე — აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი, ჭელიაღელე;
  15. ადმინისტრაციული ერთეული ჭრებალო — გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ჭრებალო;
  16. ადმინისტრაციული ერთეული ჭყვიში — ზედა ჭყვიში, ქვიშარი, ჭყვიში;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ხვანჭკარა — დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა;
  18. ადმინისტრაციული ერთეული ხიდიკარი — კვაცხუთი, ხიმში;
  19. ადმინისტრაციული ერთეული ხოტევი — სხარტალი, წკადისი, ხოტევი.

ეკონომიკა

რედაქტირება

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. მეხილეობა ვითარდება ძირითადად მთიან ზონაში. მნიშვნელოვანი საწარმოებია: ღვინის ქარხნები, ყველ-კარაქის და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.

მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა, 1 უმაღლესი სასწავლებელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაჭის ფილიალი), 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.), ბარაკონი, ზემო კრიხის, ბუგეულის, პატარა ონის ეკლესიების ნანგრევები, რაჭის ერისთავების ციხე — მინდა ციხე, კვარაციხე, ხოტევის ციხე და სხვა. ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია კარსტული მღვიმეები სოფელ ნიკორწმინდასა და სხვავაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა შაორის წყალსაცავი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უთმელიძე მ., ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 121-122.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (ს/ნ. 222938490; რეგ. თარიღი — 27 ნოემბერი, 2017
  4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]