კრიხულა
მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
კრიხულა[1] — მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 15,2 კმ. აუზის ფართობი 134,6 კმ², სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1480 მ-ზე და ერთვის მდინარე რიონს ამბროლაურთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, ზაფხულ-შემოდგომაზე ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3 მ³/წმ.
კრიხულა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
რაჭის ქედი 42°30′22″ ჩ. გ. 43°17′12″ ა. გ. / 42.506333° ჩ. გ. 43.286778° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1480 მ |
შესართავი |
რიონი 42°31′27″ ჩ. გ. 43°08′56″ ა. გ. / 42.524250° ჩ. გ. 43.149083° ა. გ. |
სიგრძე | 15,2 კმ |
აუზის ფართობი | 134,6 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
კრიხულა ვიკისაწყობში |
ციტატა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 39.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 57.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 158, თბ., 1941