ლეჩხუმის ქედი — ქედი ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთი განშტოება. წარმოადგენს ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფს. იწყება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე ფასის მთასთან და მთავრდება დაბა ლენტეხთან. სიგრძე დაახლ. 60 კმ. ჩრდილოეთი კალთა ვიწროა და ციცაბო, სამხრეთი — განიერი, დატოტვილი. უმაღლესი ნაწილია ჭუთხაროს მასივი (მწვერვალი სამერცხლე, 3584 მ).

ლეჩხუმის ქედი
კოორდინატები: 42°47′51″ ჩ. გ. 43°05′11″ ა. გ. / 42.79750° ჩ. გ. 43.08639° ა. გ. / 42.79750; 43.08639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სვანეთი, რაჭა
უმაღლესი წერტილი სამერცხლე
სიმაღლე 3584 
ლეჩხუმის ქედი — საქართველო
ლეჩხუმის ქედი

ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუაიურული პორფირიტული წყებით, უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთი — ცარცული კირქვებით. გაბატონებულია რელიეფის ეროზიული, სტრუქტურული და მყინვარული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი). ზედა — მუქწიწვიანით (ნაძვი, სოჭი). თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება