ფასისმთა
ფასისმთა — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სათავეებში. სიმაღლე 3786 მ. აგებულია პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ალპური რელიეფი — ცირკები, კარები და სხვა. ჩრდილოეთ კალთაზე არის თანამედროვე გამყინვარება. ფასისმთის კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ფასისმთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°53′30″ ჩ. გ. 43°20′09″ ა. გ. / 42.89167° ჩ. გ. 43.33583° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3786 მ |
ქედი | რაჭის კავკასიონი |
ასაკი | პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური |
ლიტერატურარედაქტირება
- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 238.