ოსეთის სამხედრო გზა

ოსეთის სამხედრო გზა — ისტორიული გზის სახელწოდება, რომელიც მამისონის უღელტეხილზე კვეთს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედს. აკავშირებს ქ. ქუთაისს (საქართველო) რკინიგზის სადგურ დარგკოხთან (ჩრდილოეთი ოსეთი). სიგრძე 273 კმ. მშენებლობა დაიწყო 1858 წელს, გაიხსნა 1888 წელს. ქ. ქუთაისიდან მიუყვება მდინარეების რიონისა და ჭანჭახის ხეობებს, გადადის უღელტეხილზე, ეშვება მდინარე მამისონდონის ხეობაში, გაივლის ჯერ კასარის, შემდეგ არდონის ხეობას და მიდის სადგურ დარგკოხამდე.

საავტომობილო მიმოსვლა საუღელტეხილო გზაზე სეზონურია. მთელი წლის მანძილზე მოძრაობა შესაძლებელია დარგკოხიდან ბურონამდე და შოვიდან ქუთაისამდე. ოსეთის სამხედრო გზა გადის დასახლებულ პუნქტებზე: ალპანა, ამბროლაური, ონი, შოვი, ქვემო ზარამაგი, ბურონი, მიზურსკი. ოსეთის სამხედრო გზას აქვს საექსკურსიო-ტურისტული მნიშვნელობა. ამჟამად ფუნქციონირება თითქმის დაკარგული აქვს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კვერენჩხილაძე რ., ქსე, ტ. 7, გვ. 593, თბ., 1984