მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში. გაშენებულია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მეტრი, თბილისიდან 210 კილომეტრი. 2656 მცხოვრები (2014).

ქალაქი
ონი
Oni Synagogue, building.jpg
ონის სინაგოგა
დროშა გერბი
Flag of Oni Municipality.svg COA of Oni, Georgia.jpg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°35′00″ ჩ. გ. 43°26′35″ ა. გ. / 42.58333° ჩ. გ. 43.44306° ა. გ. / 42.58333; 43.44306
პირველი ხსენება მე-15 საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 830
მოსახლეობა 2656[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %
ებრაელები 0,5 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები, ებრაელები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 473[2]
საფოსტო ინდექსი 3600[3]
ონი — საქართველო
ონი
ონი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ონი

ქალაქის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ საყრდენი კედლის აგების შემდეგ. გაყვანილია წყალსადენი. ქალაქზე გადის ოსეთის სამხედრო გზა. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

გეოგრაფიარედაქტირება

ქალაქს უჭირავს ვაკის ვიწრო ზოლი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადებს — ჯეჯორასა და ღარულას შორის.

ონში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10 °C, იანვარი — 1 °C, ივლისი 20,4 °C, აბსოლუტური მინიმალური — 27 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1000—1100 მმ წელიწადში.

ისტორიარედაქტირება

ონი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV-XVI საუკუნეებში. მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზღების თანახმად, ონი დააარსა იბერიის მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II ს.). შუა საუკუნეებში გაიზარდა ფეოდალური ქალაქის — ონის ეკონომიკური მნიშვნელობა; აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ იყო დაბა; წარმოადგენდა რაჭის მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, განვითარებული იყო ხელოსნობა. 1846 წლიდან იყო ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები (ბრინჯაოს ხანა), აგრეთვე კოლხური თეთრის (ძვ. წ. VI-III სს.) განძი. ქალაქში შემონახულია შუა საუკუნეების ციხის გალავანი და სინაგოგა.

ვახუშტი ბაგრატიონი ონის შესახებ წერს:

 
„ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი“

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 2656 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882[4] 626
1989[5] 5482 -- --
2002[5]   3342 -- --
2014[1]   2656 1217 1439

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. Кавказский календарь на 1883 год გვ. 268
  5. 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ონი&oldid=3727758“-დან