ჯეჯორა
ჯეჯორა — მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, 2975 მ სიმაღლეზე, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 438 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში. წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა განსაკუთრებით დიდია შემოდგომაზე. წყალდიდობის დროს ჩამოედინება წლიური ჩამოდენის 65%, შემოდგომაზე - 21%, ზამთარში - 17%. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,2 მ3/წმ.
ჯეჯორა | |
---|---|
![]() მდ. ჯეჯორა რიონს უერთდება ქ. ონთან | |
სათავე | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
სიგრძე | 45 კმ |
აუზის ფართობი | 438 კმ² |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 567.
- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.