რაჭის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი ონი, ფართობი 2857 კმ², მოსახლეობა თავდაპირველად იყო 23500 ადამიანი, XIX საუკუნის მიწურულს შეადგინა 72742 ადამიანი. ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე რაჭა 1811-იდან რაჭის ოკრუგის სახელწოდებით იმერეთის ოლქის შემადგენლობაში იყო. 1840 წელს ეწოდა რაჭის უბანი და შევიდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში. 1846, ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ, რაჭის უბანს დაემატა ოსეთის ოკრუგის მამისონის ხეობის სოფლები და იწოდა რაჭის მაზრად. იყოფოდა ბუგეულის, კუდარო-მამისონის, უწერისა და ხოტევის უბნებად, ხოლო 1888 წლიდან ამბროლაურისა და ონის უბნებად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შეიქმნა იმავე რაჭის მაზრის სახელწოდების ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც 1928 წელს გაერთიანდა ლეჩხუმის მაზრასთან და იწოდა რაჭა-ლეჩხუმის მაზრად. გაუქმდა 1930 წელს.

რაჭის მაზრა

ლიტერატურა

რედაქტირება