ფარნაჯომი
ფარნაჯომი, ფარნაჯობი, ფარნაჯამი — ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) IV მეფე. მკვლევართა აზრით, მეფობდა ძვ. წ. II საუკუნის 70-იან წლებში. გ. მელიქიშვილის აზრით, იგი დიდი სომხეთის მეფის არტაშეს I-ის (ძვ. წ. 189-161) თანამედროვე უნდა ყოფილიყო.[5]
ფარნაჯომი | |
---|---|
ფარნაჯობი, ფარნაჯამი | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
ძვ. წ. 112–93[1] ძვ. წ. 144–135[2] ძვ. წ. 120–88[3] ძვ. წ. 109–90[4] |
წინამორბედი: | მირიან I/მირვან I |
მემკვიდრე: | არშაკ I |
შვილები: | მირიანი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | მირიან I |
დედა: | საურმაგის ასული |
გუბაზ და ლევან სანიკიძეების მიხედვით, მირიან I-ის ძეა. გააძლიერა და განამტკიცა მცხეთა და ქართლის სხვა ციხე-ქალაქები.[6] კახეთში ააშენა ნეკრესი, ზადენის მთაზე – ციხე ზადენი, იქვე აღმართა კერპი ზადენ.[7] შეუდგა სპარსულ ცეცხლთაყვანისმცემლობას. მცხეთაში სპარსელი მოგვები (ქურუმები) მოიყვანა და ხალხშიც სპარსული რელიგიის გავრცელებას აპირებდა, მაგრამ ერისთავები აუჯანყდნენ და მეფე ბრძოლაში დაიღუპა.[6]
მის დროს მცირე აზიაში, კოლხეთის სამეფოს მეზობლად, გაძლიერდა პონტოს სამეფო, რომლის მეფემ, მიტრიდატ VI დიდმა (120–63 წ.), სასტიკი ომი აუტეხა რომაელებს და თავის ხელ ქვეშ მრავალი წვრილ-წვრილი სამთავრო შეიერთა. 88 წელს კოლხეთიც მიტრიდატის ხელში გადავიდა. თვით კოლხების თხოვნით, ძვ. წ. 84 წელს მან აქ მეფედ დანიშნა ოლთაკი.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
- ↑ თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 211.
- ↑ სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
- ↑ CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Nimrodids or The Second Pharnabazid Dynasty: 4. P'arnajom. p. 10.
- ↑ ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 17, ISBN 99928-58-36-2.
- ↑ 6.0 6.1 სანიკიძე, ლევან, სანიკიძე, გუბაზ, უბის ისტორია : ნაწილი I, თბილისი: „სამშობლო“, 1992. — გვ. 4.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 232.
- ↑ გორგაძე სერგი, საქართველოს ისტორია : მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის, ტ. I, ქუთაისი, 1915. — გვ. 50–51.
წინამორბედი: მირვან I |
იბერიის მეფე ძვ. წ. 112–93 |
შემდეგი: არშაკ I |