მირიან I

(გადამისამართდა გვერდიდან მირვან I)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მირიან I, მირვან I — ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ან II საუკუნეში. საურმაგის ძე (ფარნავაზის შვილიშვილი), მეფე მამის შემდგომ. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ცნობით მას აღუმართავს ქალღმერთი დანინას კერპი (ლეონტი მროველი კი ამ კერპის აღმართვას საურმაგს) და აუშენებია არმაზი „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ მირვანი ებრძოდა კავკასიელ მთიელებს (განსაკუთრებით დურძუკებს).[5] დურძუკნი და ჭართალელნი ჩრდილოეთიდან კახეთს შემოესივნენ. მირიანმა ისინი სასტიკად დაამარცხა, დარიალის კარი გაიარა, დურძუკეთი და ჭართალი დაიმორჩილა, დარიალის გადმოსასვლელნი ქვის ციხე-ზღუდეებით ჩაჰკეტა და ჩარაზა.[6] ამ ჭიშკარს შემდეგს საუკუნეებში რომაელი მწერლებიც იხსენიებენ.[7]

მირიან I
მირვან I
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 162–112[1]
ძვ. წ. 162–144[2]
ძვ. წ. 162–120[3]
ძვ. წ. 159–109[4]
წინამორბედი: საურმაგი
მემკვიდრე: ფარნაჯომი
მეუღლე: საურმაგის ასული
დინასტია: ფარნავაზიანი

სომხის ისტორიკოსთა მოწმობით, მირიანის დროს ალბანეთს ცალკე მმართველი მიუღია სომხეთის მეფისაგან, სახელად „არანი, კაცი სახელოვანი, ცნობილი სიბრძნითა და გონებითა“; ხოლო საკუთრივ „იბერიის“ სამეფოს ჩამოშორებია ერთი პატარა პროვინცია „სომხითი“ (დებედასა და აქსტაფას შუა), რომელიც დიდი სომხეთის მეფის ხელში გადასულა.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 211.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Nimrodids or The Second Pharnabazid Dynasty: 3. Meribanes/Mirvan I. p. 10.
  5. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბილისი: „ნეკერი“, 2007. — გვ. 16, ISBN 99928-58-36-2.
  6. სანიკიძე ლევან, სანიკიძე გუბაზ, უბის ისტორია : ნაწილი I, თბილისი: „სამშობლო“, 1992. — გვ. 4.
  7. 7.0 7.1 გორგაძე სერგი, საქართველოს ისტორია : მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის, ტ. I, ქუთაისი, 1915. — გვ. 50.
წინამორბედი:
საურმაგი
იბერიის მეფე
ძვ. წ. 162–112
შემდეგი:
ფარნაჯომი