სომხითი (ტერიტორია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სომხითი.

სომხითი — შუა საუკუნეების სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოების (ისტორიული გაჩიანისა და გარდაბნის ტერიტორიები) სახელწოდება.

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში, როდესაც საქართველოს კუთვნილ ტერიტორიას - ქვემო ქართლის უდიდეს ნაწილს - თანდათან (IX საუკუნის დასასრული - XI საუკუნის შუა წლები) დაეუფლა სომხეთის სახელმწიფო (ანისის სამეფო) და სახელწოდება "სომხითი" ამ ტერიტორიაზედაც გავრცელდა. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII საუკუნე) საკუთრივ სომხეთისაგან განსხვავებით ამ ტერიტორიას "ქართლის სომხითს" უწოდებს. იგი 2 ნაწილად იყოფოდა: "ქუემო, ქუეყანა სომხითისა", რომელიც გაგის პროვინციას (იგივე ძველი გარდაბანი) მოიცავდა, და (ვარაუდით) "ზემო კერძოი ქუეყანა სომხითისა", რომელიც გაჩიანის პროვინციას მოიცავდა. საზღვარი გადიოდა ქურდვაჭრისხევზე (იგივე მდ. დებედა).

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 9, გვ. 471, თბ., 1985