ტერმინს „გარდაბანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გარდაბანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყარაია (მრავალმნიშვნელოვნება).

გარდაბანი (ყოფ. ყარაია) — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 310 მ, თბილისიდან 39 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1969 წელს. ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. გარდაბანში არის რკინიგზის სადგური, გარდაბნის თბოელექტროსადგური, celik energy, პლანტას სასათბურე მეურნეობა, სხვა მცირე საწარმოები.

ქალაქი
გარდაბანი

მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა
ზვიად ავალიანის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°27′00″ ჩ. გ. 45°06′00″ ა. გ. / 41.45000° ჩ. გ. 45.10000° ა. გ. / 41.45000; 45.10000
ადრეული სახელები ყარაია
ამჟამინდელი სტატუსი 1969
ცენტრის სიმაღლე 310
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 10 753[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 63 %
ქართველები 30 %
ასურელები 2,5 %
სომხები 1,9 %
რუსები 1,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 372[2]
საფოსტო ინდექსი 1300[3]
ოფიციალური საიტი https://gardabani.gov.ge/
გარდაბანი — საქართველო
გარდაბანი
გარდაბანი — ქვემო ქართლი
გარდაბანი
გარდაბანი — გარდაბნის მუნიციპალიტეტი
გარდაბანი

კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე სოფელ მიხაილოვკის (დღეს უკვე ქალაქ გარდაბნის სამხრეთი ნაწილი) ჩრდილოეთით დატანილია სოფელი ყარა-ტაპა (Кара-тапа — „შავი გორაკი“). საბჭოთა პერიოდში ის ატარებდა სოფელ ყარაიას სახელს, რომელიც წარმოადგენდა ყარაიის რაიონის (შემდგომში გარდაბნის რაიონი) ადმინისტრაციულ ცენტრს. 1947 წლის 18 მარტს სოფელს დაარქვეს სახელი გარდაბანი[4]. სოფელმა გარდაბანმა სტატუსი ჯერ დაბად შეიცვალა, ხოლო 1969 წლის ივლისში გამოცხადდა ქალაქად[5].

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 753 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[6] 17 035 -- --
2002[6]   11 858 -- --
2014[1]   10 753 5150 5603
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949.
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N6 (341), გვ. 354, თბ., 1969 წ. ISSN 0203-2023
  6. 6.0 6.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.