ფარნავაზიანები

(გადამისამართდა გვერდიდან ფარნავაზიანი)

ფარნავაზიანები — ქართლის (იბერიის) სამეფო დინასტია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს და ახ. წ. VI ს. 20-იანი წლები, რომლის ფუძემდებელი იყო მეფე ფარნავაზ I. დინასტიას ეკუთვნოდნენ იბერიის ცნობილი მეფეები ფარსმან I, ფარსმან II, მირიან III, ვახტანგ I გორგასალი, იყო გურგენი. ზოგიერთ ისტორიულ წყაროებში ქართლის ერის მთავრებიც ფარნავაზიანებად იწოდებოდნენ.

ფარნავაზიანები

ბაგინეთის მთაში აღმოჩენილი სამეფო სარეცლის ფეხის გარესაკრავი, ახ. წ. II საუკუნე. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თბილისში.[1]
ქვეყანა იბერია
კოლხეთის სამეფო
სომხეთი
ფუძე დინასტია ქართლოსიანი
ტიტულები მეფე სრულიად იბერიისა,
მეფე კოლხეთისა,
დიდი მეფე იბერთა,
მეფე სომხეთისა.
დამაარსებელი ფარნავაზ I
უკანასკნელი მმართველი ძამანარსე
დაარსდა ძვ. წ. 302
დაიშალა ახ. წ. 523[კ 1][2]
გვერდითი შტოები ნებროთიანები
არშაკუნიანები
ხოსროიანები
გუარამიდები
ეროვნება ქართველები
იბერია-ქართლის მეფენი

ფარნავაზიანები

  1. ფარნავაზ I — IV-III საუკ. (მამის სახელი ცნობილი არ არის) მცხეთის მამასახლის სამარას ძმისწული. გამეფდა 27 წლის. იმეფა 65 წელი, აღესრულა 92 წლის.
  2. საურმაგ I — ფარნავაზის ძე. ძვ. წ. III საუკუნე.
  3. მირიან I — საურმაგის ძე. ძვ. წ. III საუკუნე.
  4. ფარნაჯომი — მირიან I-ის ძე. III-II საუკ. მიჯნა.
  5. არსოკ I — ქართლის მეფე. ძვ. წ. II საუკ.
  6. არტაგი — ძვ. წ. I საუკ. მისი მეფობის დროს ძვ. წ. 65 წელს იბერიას შემოესია პომპეუსი.
  7. ფარნავაზ II ანუ ბარტომი — არტაგის ძე.
  8. მირიან III საუკუნე.
  9. მირდატ I ანუ ადერკი — გამეფდა ქრისტეს დაბადების წელს. მის დროს მოვიდნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. თვითონ მირდატ I აღმოჩნდა ქრისტიანობის მოძულე.
  10. ფარსმან I — ახ. წ. I საუკუნე.
  11. მირდატ II — ფარსმან I-ის ძე. I საუკუნის 70-80-იანი წლები.
  12. ქართამიახ. წ. II საუკუნე.
  13. ფარსმან II ქველი — II საუკ. 1-ლი ნახევარი. პატივისცემის ნიშნად მას რომში ძეგლი დაუდგეს.
  14. მირდატ III — II საუკ. შუა წლები. ფარსმან II ქველის ბიძაშვილი.
  15. ქსეფარნუგი — II საუკუნის დასასრული.
  16. ადამი (ღადამი) — III საუკ. დასაწყისი ფარსმა II ქველის ძე.
  17. ფარსმან III — III საუკ. 1-ლი ნახევარი. ადამის ძე და ფარსმან II ქველის შვილიშვილი.
  18. ამაზასპი — III საუკ. შუა წლები – ფარსმან III-ის ძე.
  19. რევ I „მართალი“ — III საუკ. 70-იანი წლები. ამაზასპ მეფის დისწული.
  20. ვაჩე — III საუკ. 80-იანი წლები.
  21. ბაკურ I — III საუკ. 80-90-იანი წლები.
  22. მირდატ IV — III საუკ. დასასრული.
  23. ასფარუგი — III-IV საუკ. მიჯნა.
  24. რევ II[კ 2][3] — IV საუკ. დასაწყისი.
  25. მირიან III — IV საუკ. I ნახევარი.
  26. ბაქარი — IV საუკ. შუა წლები. ძე მირიან III-ისა.
  27. მირდატ V — IV საუკ. შუა წლები. ბაქარის ძე.
  28. საურმაგ II — IV საუკ. 70-იანი წლები. მირდატ V-ის ძე.
  29. ვარაზ-ბაკური — IV საუკ. 70-იანი წლები. საურმაგ II-ის ძე.
  30. ფარსმან IV — იმეფა 400–412 წლებში. ვარაზ-ბაკურის ძე.
  31. ბუზმარი — იმეფა 412–430 წლებში. გამოჩენილი ფილოსოფოსის პეტრე იბერის (მურვანოსი) მამა.
  32. არჩილ I — იმეფა 430 წელს. ფილოსოფოს პეტრე იბერის (მურვანოსი) ბიძა.
  33. მირდატ VI — V საუკ. 30–40-იანი წლები.
  34. ვახტანგ გორგასალი — გამეფდა 15 წლის (457 წელს), აღესრულა 60 წლის იბერიის ყველაზე გამოჩენილი მეფე. გოლიათური აგებულების (დაახ. 2,40 სმ).
  35. დაჩი ანუ დარჩილი — იმეფა 502–512 წლებში. ძე ვახტანგ გორგასალისა.
  36. ბაკურ II — დაჩის ძე. გამეფდა დაახ. 515 წელს და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
  37. გურგენი — იმეფა 515–523 წლებში.
  38. ძამანარსე — იმეფა 523–535 წლებში.[4]

კომენტარები რედაქტირება

  1. 523 წელს სპარსეთის შაჰმა კავადმა გააუქმა ქართლში მეფობა. მიუხედავად ამისა 523–535 წლებში მეფობას მაინც აგრძელებდა ძამანარსე.
  2. ქართლის (იბერიის) მეფე IV ს-ის დასაწყისში. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით რევი ან ლევი იყო მირიანის (ქართლის გამაქრისტიანებელის) მამა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ., 2008 წ. გვ., 55.

სქოლიო რედაქტირება

  1. სარეცლის ფეხის გარსაკრავები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური საიტი.
  2. ტარიელ მუმლაძე „ქართველ მეფეთა ქრონოლოგია“. თბილისი, 2008. გვ. 68.
  3. მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი „საქართველოს მეფეები“: რევ II. გვ. 31. გამომცემლობა „ნეკერი“. თბილისი, 2007, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, ISBN 99928-58-36-2.
  4. მსოფლიოს სამეფო დინასტიები, გენეალოგიური ცხრილები: ფ, 178) ფარნავაზიანები. გვერდები: 38, 39, 40. ავტორი შემდგენელი სოლომონ თეზელიშვილი, მხატვარი ავთანდილ პოპიაშვილი. საქართველოს ინდექსი 63.3 93/99 მ. 908. ISBN 99928 VERLAGSNR: 28 99928-28-00-5. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“. თბილისი, 1998.
  5. მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. გამომცემლობა «მეცნიერება», თბილისი, 1967. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: გიორგი მელიქიშვილი „ფარნავაზი და ფარნავაზიანები ძველ სომხურ საისტორიო წყაროებში“. გვერდები: 48–60.