არტაგი, არტოგი[1]იბერიის მეფე ძვ. წ. I საუკუნის 60-იან წლებში. მასზე ცნობებს გვაწვდიან ბერძენი ისტორიკოსები რომაელი მხედართმთავარ პომპეუსის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით (ძვ. წ. 65).[2] რომაელებმა აიღეს არმაზ-ციხე. არტაგმა არმაზიდან მცხეთას გადამავალი ციხე დასწვა მტკვარზე. გაიმართა საზავო მოლაპარაკება. არტაგმა ხიდი აღადგინა. რომაელები მცხეთას გადავიდნენ. არტაგი პომპეუსს აღარ ენდო და არაგვისაკენ წარემართა. რომაელები მიჰყვნენ. ქართველებმა რომაელებს ძლიერი პარტიზანული ომი გაუმართეს. უღრან ტყემაღნარებში უსაფრდებოდნენ, ისარს უშენდნენ, მოულოდნელი თავდასხმებით სისხლს აქცევინებდნენ. რომაელებმა ტყეების გაჩეხვა და ცეცხლის წაკიდება დაიწყეს. დახოცილ მეომარ ქართველთა შორის ბევრი ქალის გვამიც აღმოჩნდა. არტაგი ზავზე დათანხმდა. იგი იძულებული შეიქნა პომპეუსისთვის მძევლებად თავისი შვილები მიეცა, მასთან მდიდარი ძღვენიც მიერთმია – ოქროს ტახტი, ოქროს მაგიდა და ოქროს სარეცელი. არტაგმა თავი რომაელი ხალხის „მეგობრად და მოკავშირედ“ აღიარა. ფორმალურად მიიღო რომის ვასლობა, საკუთარი მეფობით, ავტონომიით, შინაურ საქმეებში ჩაურევლობით.[3] პ. ინგოროყვას გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ქართველი მემატიანეების არიკ/არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ/არტაგი. გ. მელიქიშვილი თვლის, რომ ქართლში არსებობდა ორი არტაგი: ერთი – „მეფეთა ცხოვრებაში“ და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში დამოწმებული და მეორე – ბერძენ ავტორებთან.[2]

არტაგი
იბერიის მეფე
წინამორბედი: არშაკ I
მემკვიდრე: ფარნავაზ II/ბარტომ I
შვილები: ბარტომი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: არშაკ I

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, pp. 282-284. Peeters Bvba ISBN 90-429-1318-5.
  2. 2.0 2.1 ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 23, ISBN 99928-58-36-2.
  3. სანიკიძე, ლევან, სანიკიძე, გუბაზ, უბის ისტორია : ნაწილი I, თბილისი: „სამშობლო“, 1992. — გვ. 4, 5.
წინამორბედი:
არშაკ I
იბერიის მეფე
ძვ. წ. I საუკუნის 60-იანი წლები
შემდეგი:
ბარტომ I