გუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე (დ. 2 თებერვალი, 1967, ქუთაისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
გუბაზ სანიკიძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1967 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ძირითადი იდეები | ნაციონალიზმი |
მამა | ლევან სანიკიძე |
შვილ(ებ)ი | 2 |
განათლება რედაქტირება
1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-1988 წლებში იყო დამასკოს უნივერსიტეტის სტაჟიორი. მუშაობდა თსუ-ს აზია-აფრიკის ხალხთა ისტორიისა და ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრებზე.
პოლიტიკური კარიერა რედაქტირება
1990 წლიდან იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი, 1995 წლიდან კი ამავე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი დეპუტატი ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს აღორძინება“. ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე. 2006 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმის დამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. 2008 წლის 7 ივნისიდან 20 ივნისამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- გუბაზ სანიკიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გუბაზ სანიკიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო) დაარქივებული 2020-06-17 საიტზე Wayback Machine.
- გუბაზ სანიკიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.