საქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2009)
ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები საქართველოში (2009) — 2009 წლის გაზაფხულზე გამართული საპროტესტო გამოსვლების სერია საქართველოში, რომელიც ორგანიზებული იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ მმართველი პარტიის და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. საპროტესტო გამოსვლების დროს დაკეტილი იყო თბილისის მთავარი ქუჩა რუსთაველის გამზირი, სადაც იდგა საკნები, რომლებიც აქციების ორგანიზატორთა აზრით, გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის გამოკეტვას საპატიმროში. 2009 წლის 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე 60 ათასი ადამიანი შეიკრიბა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 2009 წლის 9 აპრილს თბილისში, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ალიანსმა, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეკრიბა (ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით მათი რაოდენობა 100 000–150 000-ს შეადგენდა, ხოლო ხელისუფლების განცხადებით დემონსტრანტთა რიცხვი 25 000-ს არ აღემატებოდა) და დაანონსა პერმანენტული საპროტესტო აქციები. 10 აპრილს, ათასობით ადამიანმა განაახლა პროტესტი და გამოაცხადა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.[1] საპროტესტო აქციები ივლისის ბოლომდე 107 დღის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012], ISBN 978-9941-0-5972-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Levy, Clifford J. (9 აპრილი, 2009). „Thousands Demonstrate Against Georgian President (Published 2009)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)