საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 25 მაისი, 1918 |
მინისტრი | ილია დარჩიაშვილი |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
www.mfa.gov.ge |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის პირველი ლიდერის, ნოე ჟორდანიას მიერ. სამინისტროს ხელმძღვანელი - მინისტრი მთავრობის წევრია და პასუხისმგებელია ქვეყნის სისტემურ ურთიერთობებზე სხვა უცხოურ ქვეყნებთან. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდებარეობს თბილისში, გიორგი ლეონიძის №3-ში. მანამდე განთავსებული იყო შიო ჩიტაძის ქუჩის №4-ში, თუმცა შენობის არამდგრადობის გამო დაწესებულება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადაიტანეს.[2]
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მინისტრები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები
- გიორგი ხოშტარია, 26 ნოემბერი, 1990 – 15 აგვისტო, 1991
- მურმან ომანიძე, 15 აგვისტო, 1991 – 31 დეკემბერი, 1991
- ალექსანდრე ჩიკვაიძე, 1 მარტი, 1992 – 21 დეკემბერი, 1995
- ირაკლი მენაღარიშვილი, 15 დეკემბერი, 1995 – 29 ნოემბერი, 2003
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები
- თედო ჯაფარიძე, 30 ნოემბერი, 2003 – 20 მარტი, 2004
- სალომე ზურაბიშვილი, 20 მარტი, 2004 – 19 ოქტომბერი, 2005
- გელა ბეჟუაშვილი, 19 ოქტომბერი, 2005 – 31 იანვარი, 2008
- დავით ბაქრაძე, 31 იანვარი, 2008 – 5 მაისი, 2008
- ეკატერინე ტყეშელაშვილი, 5 მაისი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008
- გრიგოლ ვაშაძე, 6 დეკემბერი, 2008 – 1 ნოემბერი, 2012
- მაია ფანჯიკიძე, 1 ნოემბერი, 2012 – 5 ნოემბერი, 2014
- თამარ ბერუჩაშვილი, 11 ნოემბერი, 2014 – 1 სექტემბერი, 2015
- გიორგი კვირიკაშვილი, 1 სექტემბერი, 2015 – 30 დეკემბერი, 2015
- მიხეილ ჯანელიძე, 30 დეკემბერი, 2015 — 21 ივნისი, 2018
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს[3]) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
- დავით ზალკალიანი, 21 ივნისი, 2018 — 4 აპრილი, 2022
- ილია დარჩიაშვილი, 4 აპრილი, 2022 — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-09. ციტირების თარიღი: 2011-10-20.
- ↑ „მიწისძვრამ საგარეო უწყების შენობის ნაწილი დააზიანა, იწყება ევაკუაცია“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-09. ციტირების თარიღი: 2018-09-08.