გიორგი ხოშტარია
გიორგი (გოგი) ხოშტარია (დ. 4 ოქტომბერი, 1938, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
გიორგი (გოგი) ხოშტარია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1938 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
დედა | თინათინ ვირსალაძე |
1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1964-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ მუშაკად, უფროს მეცნიერ მუშაკად. მისი ინტერესების სფეროებია ახალი და უახლესი დროის ქართული და ევროპული სახვითი ხელოვნება. 1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).