მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაფარიძე.

თედო ჯაფარიძე (დ. 18 სექტემბერი, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფიარედაქტირება

1971 წელის დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1974–1977 წლებში თედო ჯაფარიძე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა. 1977–1989 წლებში ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1990 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსი იყო. 1991 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 1992 წელი — მუშაობს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწედ ეროვნულ უშიშროების საკითხებში. 1994–2002 წლებში თედო ჯაფარიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აშშ-სა და კანადაში. 2002 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2003 წლის 30 ნოემბრიდან 2004 წლის 20 მარტამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.

ჰყავს ერთი შვილი. ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება