გრიგოლ ვაშაძე

ქართველი პოლიტიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე (დ. 19 ივლისი, 1958, თბილისი) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის 6 დეკემბრიდან2012 წლის 25 ოქტომბრამდე.

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 დეკემბერი, 2008 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი
წინამორბედიეკა ტყეშელაშვილი
მემკვიდრემაია ფანჯიკიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიგრიგოლ მგალობლიშვილი
წინამორბედინიკოლოზ ვაჩეიშვილი
მემკვიდრენიკოლოზ რურუა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მარტი 2019 – 15 დეკემბერი 2020
წინამორბედიმიხეილ სააკაშვილი
მემკვიდრენიკა მელია

დაბადებული19 ივლისი, 1958 (1958-07-19) (66 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2017–2020)
მეუღლენინო ანანიაშვილი
განათლებამოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი
პროფესიადიპლომატი
საქმიანობაპოლიტიკა
ჯილდოებივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრიგოლ (გია) ვაშაძე დაიბადა თბილისში, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში. ნოდარ გრიგოლის ძე ვაშაძე (1928–1992) იყო გეოლოგი, ინჟინერი, საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობისა (1976–1983) და საშენ მასალათა მრეწველობის (1983–1988) მინისტრი.[1] ნოდარის მამა, გრიგოლ (გრიშა) ბესარიონის ძე ვაშაძე (1901–1990) იყო 1924 წ. აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჭიათურაში, ხოლო გრიშა ვაშაძის მამა — ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე (1869–1937) იყო მღვდელი, პედაგოგი, რომელიც დახვრიტეს საბჭოთა რეპრესიების პერიოდში.[2][3]

გრიგოლ ვაშაძემ 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“.

2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს, 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნით. 2008 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.

2017 წლიდან პარტიის დატოვებამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2018 წლის ივლისში გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კოალიცია „ძალა ერთობაშიამ“. ვაშაძემ პირველ ტურში მოაგროვა ხმების 37.73%, ხოლო მეორე ტურში 40.48% და დაიკავა მეორე ადგილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერვე ყრილობაზე, 2019 წლის 24 მარტს, გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.[4] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[5] ვაშაძემ ხმების 34,72% (24639) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[6] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად არის საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[7] 15 დეკემბერს განაცხადა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან და პარტიიდან წასვლის შესახებ, მიზეზად უთანხმოება დაასახელა.[8]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე ნინო ანანიაშვილი და ორი შვილი – ნოდარი და ელენე[9]. ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს[10]. მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ყვავილაშვილი, მანანა (რედ., 2009), გრიგოლ ვაშაძის პირადი არქივი. თბილისი. ISBN 9941017387.
  2. ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, 1879–1927.
  3. გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. reginfo.ge (2019-03-24). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  4. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  5. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020.
  6. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
  7. „გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან — გრიგოლ ვაშაძე“. mtavari.tv. 2020-12-15. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. A Swan Takes Flight, interview of Nina & Gregory by Paul Lieberman. დაარქივებული 2001-10-20 საიტზე Wayback Machine. Los Angeles Times Magazine, June 21, 2000, published at ananiashvili.com. Accessed on May 4, 2008.
  9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ბიოგრაფია დაარქივებული 2010-12-17 საიტზე Wayback Machine. ; წაკითხვის თარიღი: 3/18/2011
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ეკა ტყეშელაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2008 - 2012
შემდეგი:
მაია ფანჯიკიძე
წინამორბედი:
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
2008
შემდეგი:
ნიკოლოზ რურუა