ეკა ტყეშელაშვილი
ეკა ტყეშელაშვილი (დ. 23 მაისი, 1977, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი. სხვადასხვა დროს ეჭირა მაღალი თანამდებობები საქართველოს მთავრობაში.
ეკა ტყეშელაშვილი | ||
![]() | ||
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
20 ნოემბერი,2010 – 25 ოქტომბერი, 2012 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი | |
წინამორბედი | თემურ იაკობაშვილი | |
მემკვიდრე | პაატა ზაქარეიშვილი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
5 მაისი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი | |
წინამორბედი | დავით ბაქრაძე | |
მემკვიდრე | გრიგოლ ვაშაძე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
30 აგვისტო, 2007 – 5 მაისი, 2008 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმერ გურგენიძე | |
წინამორბედი | გია ქავთარაძე | |
მემკვიდრე | ნიკა გვარამია | |
დაბადებული | 23 მაისი, 1977 თბილისი | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
პროფესია | დიპლომატი |
ბიოგრაფიარედაქტირება
1994 წელს დაამთავრა თბილისის 46-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1999-2000 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად. 2001-2002 წლებში გადიოდა პრაქტიკას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში ბრალმდებლის ოფისში სააპელაციო განყოფილებაში. 2002-2004 წლებში მუშაობდა IRIS-საქართველოს იურისტად, შემდგომ კი დირექტორად.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2006 წლის მაისიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2008 წლის 5 მაისს გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავე წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.
2010 წლის ნოემბერში დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად.[1]
სქოლიორედაქტირება
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დავით ბაქრაძე |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 |
შემდეგი: გრიგოლ ვაშაძე |