პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი (დ. 4 აგვისტო, 1958, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილებით. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე,[1] საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.[2]

პაატა ზაქარეიშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2014 – 1 აგვისტო, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრექეთევან ციხელაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 1 იანვარი, 2014
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიეკა ტყეშელაშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული4 აგვისტო, 1958 (1958-08-04) (66 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს რესპუბლიკური პარტია
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი. 1992-1997 წლებში იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი.[1]

1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995-2012 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი. 1998-2012 იყო „შერიგების რესურსების“ (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და „შლაინინგის პროცესის“ ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2000-2004 წლებში გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი[3]. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).[1] 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 smr.gov.ge 2012: ბიოგრაფია.წაკითხვის თარიღი: 2012.
  2. პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
  3. სპებ 2012: ბიოგრაფია. წაკითხვის თარიღი: 2019.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ეკატერინე ტყეშელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი
2012 - 2016
შემდეგი:
ქეთევან ციხელაშვილი